Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აქტიური საგასტროლო პოლიტიკა და შეთანხმება სპექტაკლების გაცვლაზე

თარიღი : 6-07-2018, 21:47 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწუფო დრამატულ თეატრსა და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრს შორის ურთიერთანამშრომლობი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებმა მოაწერეს. იქამდე კი დმანისელმა სტუმრებმა ქუთაისელ თეატრალებს თავი დადგმით გააცნეს. დასმა მცირე სცენაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „ძაღლი“-ს მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა.

„ეს მემორანდუმი გულისხმობის პირველ რიგში ძალიან აქტიურ საგასტროლო პოლიტიკას და სეზონში ერთხელ ქუთათურ მაყურებელს ანახოს ის სპექტაკლები, რომლებიც დმანისის თეატრში იქმნება და შესაბამისად დმანისელ მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს ის, რომლებიც ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში შეიქმნება. გარდა ამისა, მემორამდუმი გულისხმობს ე.წ. კოპროდუქციას ანუ საერთო სპექტაკლების შექმნას და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა ქუთაისის სალადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ.


ნანახია: 1014-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის თეატრი თელაველი მაყურებლის წინაშე სამი სპექტაკლით წარდგება.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე განაცხადი ექვსმა კანდიდატმა შეიტანა.
1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.
სპექტაკლში მონაწილეობას მესხიშვილის თეატრის დასის სხვადასხვა თაობის მსახიობები იღებდნენ.

ამინდი