Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სადაც დგარია ამხელა ფასიანი, დროშას ნაკლებ ფასიანს ხომ არ აკადრებენ ქალაქს,'- ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან 65 651-ლარიანი დროშის დგარი განთავსდება

თარიღი : 6-07-2018, 21:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიამ დროშის დგარის მოსაწყობად მორიგი ტენდერი გამოაცხადა. დროშა ამჯერად ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 65.651 ლარს შეადგენს. ტენდერში მონაწულეობის მსურველთა მხრიდან წინადადების მიღება 22 ივლისს დაიწყება და 27 ივლისის 13:00 საათამდე გაგრძელდება. გამარჯვებულმა კი დროშის დგარის მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს.

ფაქტს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ირაკლი კიკვაძე ეხმიანება.

"ტენდერი კონკრეტულ სუბიექტზეა მორგებული. ზუსტად იცის ჭიღვარიამ რა არის "პრიორიტეტული" ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქისათვის (დროშის სადგამი, ელექტრონულ მუსიკაზე მოცეკვავე ფანტანები, რამდენიმე გზის რეაბილიტირებული ბაღი, კიბეეები, ფილები და ა.შ რაშიც მილიონები იხარჯება), რადგანაც სწორედ აქ კეთდება ფული. ტენდერებში გაწაფული სუბიექტები კი ირგვლივ მრავლად ყავს, მათ შორის საკრებულოს წევრებშიც. ისე საინტერესოა დროშა რა დაჯდება ამათი გათვლებით. სადაც დგარია ამხელა ფასიანი, დროშას ნაკლებ ფასიანს ხო არ აკადრებენ ქალაქს," -ამბობს კიკვაძე.


ნანახია: 1188-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, საზოგადოების და პოლიტიკური წრეების პროტესტი მოჰყვა ქალაქის მერიის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ადგილობრივი
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 59 987 ლარს, ხოლო საახალწლო ნობათის რაოდენობა 2 230 ერთეულს შეადგენ
ტენდერში, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 688 ლარია, დაინტერესებული პირების მხრიდან განცხადებები 14–დან 19 დეკემბრის
ქუთაისის მერიამ საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ბავშვებისათვის საახალწლო ნობათების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.
სტუდენტები რეგიონების ადმინისტრაციულ შენობენთან სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. შესრულდება

ამინდი