'მწვანე საფარის დიდი ნაწილი გაანადგურეს და ტერიტორია მოაშიშვლეს,'- ქუთაისში, მდინარე რიონის პირას ხეების მოჭრას აპროტესტებენ
თარიღი : 5-07-2018, 14:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე ხეების მოჭრას აპროტესტებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს ხელმძღვანელი გია გოქაძე ამბობს, რომ რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის დიდი ნაწილი ბოლო დღეებში გაანადგურეს, ხეები მოჭრეს და ტერიტორია მოაშიშვლეს.
"იქვე, რიონის მეორე სანაპიროზე ჩარგული კაფე-ბარ-ბოსელი "არგო" ადგილობრივი ბიუროკრატების ქალაქის განვითარებაზე "ზრუნვის" ნათელი დადასტურებაა. რაც ყველაზე სამწუხაროა, "ოცნების" ხელისუფლების მწვანეში ინტერვენციის და სკვერებში მშენებლობების აქამდე არსებული ტენდენციის შეწყვეტას, როგორც ჩანს, ახალი მერიც არ აპირებს.
ეს ტერიტორიაც ვიღაცის მერკანტილურ ინტერესს გამოუთავისუფლეს, ყველაფერი მალევე გამოჩნდება. დაველოდოთ, პატარა ქალაქია ქუთაისი",-ამბობს გია გოქაძე.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია მოსახლეობის მოთხოვნით დასუფთავდა და გაიწმინდა.