Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა შეიცვლება თბილისის ქუჩაზე რეაბილიტაციის შემდეგ?

თარიღი : 4-07-2018, 18:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე-მერ გიორგი იობაშვილთან და ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ჭეიშვილთან ერთად, თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. აღნიშნული ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 დღეა დაიწყო და 3 თვეში დასრულდება.

თბილისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია სადენებისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელების მიწის ქვეშ განთავსებას გულისხმობს. ამასთანავე, მოეწყობა ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ მთლიანად მოასფალტდება ქუჩა და დაიხაზება შესაბამისი ნიშნულებით. თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საქმილ სადენ მშენი" შეასრულებს. პროექტის ღირებულება მილიონ 56 000 ლარია.

"თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე აუცილებელი და გადაუდებელი იყო. წლებია აღიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია არ ჩატარებია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. ასევე, გართულებული იყო ავტოსაგზაო მოძრაობა. ჩვენ გავაკონტროლებთ, რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, 3 თვით გადაიკეტება თბილისის ქუჩის შესასვლელი და ავტოსაგზაო მოძრაობა კოსტავას ქუჩიდან გოგებაშვილისა და ნაზარიშვილის ქუჩების გავლით იქნება შესაძლებელი.


ნანახია: 1104-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.
ამ ეტაპზე ქუჩაზე სადენებისა და საკომუნიკაციო ქსელების მიწის ქვეშ განთავსება მიმდინარეობს. ასევე, ეწყობა ტროტუარები, ღვარსადენი და
ქუთაისის მერის განცხადებით, ქალაქში ქუჩების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება.
ქალაქის პირველი პირის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე სრულად გამოიცვალა, სანიაღვრე ქსელი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა ახალი

ამინდი