Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა პრობლემები აქვთ და რას უთვლიან სირცხვილად საჩხერელები ივანიშვილს?

თარიღი : 24-08-2013, 11:04 | კატეგორია: სტატიები   
topnews.com.ge
გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოცნებაახდენილ პრემიერის სამშობლოში -საჩხერეში, ძალოვნების მხრიდან შიშსა და კონტროლს აღარ უჩივიან, თუმცა მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზე არჩევნების შედეგები არ ასახულა. ადგილობრივებს მაჟორიტარის დახმარების იმედი აქვთ და ბიძინა ივანიშვილამდე თავიანთი სათქმელის მიტანას მაჟორიტარის მეშვეობით ცდილობენ. მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო საჩხერეში 2012 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა. საპარლამებტო არჩევნებზე საჩხერემ მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელსა და პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა. არჩევნებიდან დღემდე გაკეთებული საქმის შესახებ მაჟორიტარმა ამომრჩეველს საჩხერის კულტურის სახლში ანგარიში ჩააბარა და მოსახლეობის საჭირობების შესახებ დავალებები მიიღო. შეხვედრას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტტა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის წარმოადგენლებნიც ესწრებოდნენ, რომლებიც პროექტის „ჩემი ხმა პარლამენტში“ ფარგლებში რეგიონის მაჟორიტარების საქმიანობის ერთგვარ მონიტორინგს ახორციელებენ. მაჟორიტარმა ამომრჩევლებთან შეხვედრა ბოდიშით დაიწყო და აღნიშნა, რომ პარლამენტში პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობა ამომრჩეველთან მის კონტაქტს აფერხებს. კობახიძემ მოქაალქეებს მისი და ბიუროს მუშაობის შესახებ სტატისკური მონაცემები გააცნო. მაჟორიტარის ინფორმაციით, ბიურიში ამ დროისათვის 600-მდე განაცხადია შესული, რომლიდანაც განაცხადების ნახევარი საჩხერის, დარჩენილი ნაწილი კი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ მოქალაქეებზე მოდის. ამავე მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ მაჟორიტარმა ბიუროში 22 ვიზიტი ჩაატარა და 275 ადამიანი მიიღო. მანანა კობახიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ეს წარმოდგენილი სტატისტიკა არასრულია და მასში ის ადამიანები ვერ მოხვდნენ, რომლებიც მასთან შესახვედრად პარლამენტში იმყოფებოდნენ. სტატისტიკის წარმოდგენის შემდეგ მაჟორიტარი ამომრჩევლების პრობლემების გაცნობაზე გადავიდა. როგორც ირკვევა, საჩხერის მოსახლეობის პრობლემები სამ კატეგორიად იყოფა და ნომერ პირველ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მოსახლეობა გაზრდილ სოციალურ შემწეობებს ვერ იღებს. როგორც ირკვევა, საჩხერეში 1 200 ოჯახს დახმარებების გაცემა შეუწყდა. ისინი მათი მდგომარეობის გადამოწმებასა და დახმარებების აღდგენას ითხოვენ.
„ავადმყოფი, ინსულტგადატანილი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს. უკიდურესად მიჭირს. სოციალური აგენტი მოდის, მიდასტურებს, რომ მართლაც გაჭირვებული ვარ, შემდეგ კი დიდი ქულა მომდის. ვიღაცებს ნაცნობობით უნიშნავენ დახმარებას. საშუალება რომ არ მაქვს, დენის ფულს ლარნახევარს ვწვავ,“ - ამბობს მაჟორიტართან შესახვედრად მისული ერთ-ერთი ქალბატონი. საჩხერის მოსახლეობა ნომერ მეორე პრობლემად სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების გარეშე დარჩენას ასახელებს. როგორც ირკვევა, მუნიციპალიტეტში ვაუჩერი 1 106 ოჯახს არ შეხვდა. რომელთა შორის ყველაზე დიდი წილი საჩხერის სოფელ კორბოულაზე მოდის. სასოფლო ვაუჩერების გარეშე დარჩენილმა საჩხერელებმა მაჟორიტარი პრობლემის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს, თუმცა მისგან საოცნებო პასუხი ვერ მიიღეს.
„ამ ეტაპზე იმ ადამიანებს, ვინც ვაუჩერები ვერ მიიღო, სახელმწიფო ვერაფრით ეხმარება, რადგან ეს პროგრამა დასრულდა. დაველოდთ სხვა პროგრამებს. ჩვენ ახლა რომ შევიტანოთ ბიუჯეტში ცვლილება და რაიმე დახმარება გავცეთ, ეს ერთი კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვა იქნება. ეს ბატონი ბიძინას რაიონია. მე ტყუილების თქმას ვერ დავიწყებ და ვერ გეტყვით, რომ ხვალ ვაუჩერს მიიღებთ. ვერ მიიღებთ,“- განუცხადა კობახიძემ ამომრჩევლებს.საჩხერის მოსახლეობის იმ ნაწილის წინაშე, რომლებიც 1990-იან წლებში მომხდარმა მიწისძვრამ დააზარალა, მწვავედ დგას კომპენსაციების გაუცემლობის საკითხი. ადგილობრივები საპარლამენტო არჩევნებმადე „ნაციონალების“ საჩხერის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზურაბ ცერცვაძის მიერ გაცემულ დაპირებას იხსენებენ. ცერცვაძე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მიწისძვრით დაზარალებულებს 10 მილიონის განაწილებას ჰპირდებოდა, ხოლო დამარცხების შემთხვევაში, აღნიშნული თანხის მოკითხვას მანანა კობახიძისათვის ურჩევდა. მაჟორიტარი ამომრჩევლებს დაპირდა, რომ მათ დასახმარებლად ბიუჯეტში თანხები ეტაპობრივად გაიწერება. სოციალური პრობლემებისგან დაღლილი საჩხერის მოსახლეობა განტვირთვას პოლიტიკაზე საუბრით ცდილობს. პოლიტიკა კი საჩხერელებს მათი რაიონის მკვიდრს, ბიძინა ივანიშვილს ახსენებთ. ადგილობრივები ივანიშვილის მიერ მოსახლეობისათვის ქართული ოცნებების ახდენის კუთხით გაცემულ დაპირებებს იხსენებს და პრემიერს გარჯას უწუნებენ.
„ბიძინა ივანიშვილის სირცხვილია, რომ მიშა და მისი ბანდა დღემდე თავისუფლები არიან,“ - აცხადებენ საჩხერეში.


ნანახია: 2876-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საჩხერის მუნიციპალიტეტში 1 106 ოჯახს სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი არ შეხვდა. აქედან ვაუჩერის გარეშე დარჩენილების ყველაზე დიდი
საჩხერის ხელისუფლების წარმომადგენლები საზღვრისპირა სოფლების მოსხლეობას შეხვდნენ.
სახალხო ზეიმი საჩხერეში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
ბიუროებიდან მიღებული ინფორმაციის გაცნობის საფუძველზე ირკვევა, რომ მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის მიზნით ბიუროები სპეციალურ
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩომახეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
მანანა კობახიძის თქმით, 2012 წელს ეს იყო ექს-პრემიერის გადაწყვეტილება და შემოთავაზება.

ამინდი