Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'აქ განთავსდება ქუთაისური წარმოების ავტომობილები,'- ქუთაისელი, რომელიც ავტომობილებს საკუთარი ხელით აწყობს, ავტომუზეუმის გახსნას ითხოვს

თარიღი : 3-07-2018, 21:30 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ავტო მუზეუმის გაკეთების სურვილი გამოთქვეს. იდეა არქიტექტორსა და გამომგონებელს ვახტანგ დვალიშვილის ეკუთვნის. დვალიშვილი 30 წლის განმავლობაში ქალაქის მთავარი მხატვარი იყო. ბოლო დროს კი კერძო საქმიანობითაა დაკავებული და ცდილობს საკუთარი გამოგონებები რეალობად აქციოს.

ავტო მოყვარული იგონებს და საკუთარი ხელით აწყობს ავტომანაქანებს სამარკო ნიშნით "მარი". მისი გამოგონებებით რამდენჯერმე საზღვარგარეთაც იმოგზაურა და პრაქტიკაში გამოსცადა მისი გამოგონების შედეგი. ახლა სურვილი აქვს, ავტოწარმოებაში დიდი ისტორიის მქონე ქალაქს ამ ავტოწარმოების ამსახველი მუზეუმიც შესძინოს. ვახტანგ დვალიშვილი დახმარებას კერძო ბიზნესს სთხოვს.

"მზად მაქვს პროექტი, რომელიც დაახლოებით მოიცავს 1000 კვადრატს. ეს იქნება ჩემგან უსასყიდლოდ, ასევე მეგობარს საკუთრებაში აქვს ტერიტორია და გვჭირდება თანხა მშენებლობისათვის. დაახლოებით 50 000 -60 000 ლარი პირველ ეტაპზე, რომ გადახურვა მოვაწყოთ და მუზეუმის პირველი ეტაპი გაიხსნას. აი, ასეთი გეგმები გვაქვს და საამისოდ გვინდა ვთხოვოთ ყოფილ ავტოქარხანაში შესულ კომპანიებს გვიწილადონ თანხა, როგორც ინვესტორებმა. თუ ამას გააკეთებენ, ეს იქნება ძალიან დიდი საქმე და აქ გაივლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მარშუტი. ქუთაისის დიდი ისტორია აქვს მანქანათმშენებლობაში და მე როგორც ავტომოყვარულს, მწყდება გული, რომ ეს ისტორია იკარგება. განთავსდება აქ რეტროავტომობილები, ჩვენი ქუთაისური წარმოების ავტომობილები და ჩემიც, რომლებიც ექსკლუზიურია. არა მგონია ეს ცუდი საქმე იყოს," - ამბობს ვახტანგ დვალიშვილი.


ნანახია: 1485-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არქიტექტორს გამოგონება ჯერ დაპატენტებული არ აქვს. როგორც თვითონ ამბობს, გამოგონების შესახებაც ძალიან ცოტა ადამიანმა იცის.
პროფესიით არქიტექტორმა წლების წინ ავტოინჟინრის პროფესია მოირგო და ქართული ავტომობილის აწყობა გადაწყვიტა. ააწყო კიდეც ავტომობილი,
კურორტის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 3-4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაა საჭირო.