Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საკლასო ოთახებში სიგრილე იყო,'- აბიტურიენტები ქუთაისში საგამოცდო გარემოს დადებითად აფასებენ

თარიღი : 3-07-2018, 09:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი გამოცდა აბიტურიენტებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. გამოცდის ჩასაბარებლად აბიტურიენტებს 4 საათი ჰქონდათ მიცემული. გამოცდიდან გამოსულები კი აცხადებდნენ, რომ დავალებები საშუალო სირთულის იყო.

რაც შეეხება საგამოცდო გარემოს, აბიტურიენტები ქუთაისში გარემოს დადებითად აფასებენ. მათი განმარტებით, საკლასო ოთახებში სიგრილე იყო და სიცხის გამო გამოცდის ჩაბარებაში ხელი არ შეშლიათ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს სწორედ ცხელი დღეებისა და იმის გამო, რომ სკოლების უმეტესობა კონდიცირების სისიტემებს მოკლებულია, ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია 4 და 5 ივლისს, დილით გადავიდა, ხოლო 5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია 7 ივლისს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი გაიხსნება. აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები გამოცდებს 26 ივლისს დაასრულებენ.


ნანახია: 1040-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ზეკო ხაჩიძის თქმით, გამოცდები ქუთაისში პროცედურული დარღვევების გარეეშე მიმდინარეობს.
ქუთაისში სულ სამი საგამოცდო ცენტრი იმუშავებს
ქალაქის სამ საგამოცდო ცენტრში 5 000 აპლიკანტია რეგისტრირებული.
სულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 200-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა გამოსაშვები გამოცდების

ამინდი