Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მგელი ფაქტობრივად ეზოებში შევიდა,'- ხარაგაულის სოფლებში მტაცებელმა მოსახლეობას პირუტყვი გაუნადგურა

თარიღი : 2-07-2018, 15:19 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მგლების შემოსევას ებრძვიან.

სოფელ ხემაღალსა და სოფელ ბაზალეთში მტაცებელმა მოსახლეობას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაუნადგურა.

"ჩემი მეწველი ძროხა მოსახლეობიდან 15 მეტრის მოშორებით, მგლისგან შეჭმული ვნახეთ. იქვე ორი მგლის კვალი იყო. ვიზარალეთ, მაგრამ რა ვქნათ, თავს ზევით ძალა არ არის. მგელი ძალიან შემოგვეჩვია. თუ რამე არ ვიღონეთ, უფრო ცუდ დღეში ჩავვარდებით. გვეშინია, მგელი რომ მოვკლათ, დაგვაჯარიმებენ,“-ამბობს ხვიჩა ჭიპაშვილი.

ერთი ხბო და სამი ცხენი დაეღუპა მგლის თავდასხმის გამო ბაზალეთში მცხოვრებ ფატი ბერაძის ოჯახს. ქალბატონი ამბობს, რომ მგელი მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილებს ძალიან მოუახლოვდა.

„ჩვენს სოფელში მგლის თავდასხმები ძალიან გახშირებულია. ორი თხა შემიჭამა დღის პირველ საათზე, დილით – ძუძუს ხბო დამიკბინა. ღამე ვარიდებთ და ვამწყდევთ პირუტყვს, მაგრამ დღის განმავლობაში რა ვქნათ?! გვეშინია, რომ მოვკლათ, დაგვაჯარიმებენ. ეს სოფელში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა,"– ამბობს სოფელ ღარიხევში მცხოვრები ლევან დეკანოსიძე.

ბაზალეთის თემის მაჟორიტარის ვალერი ჭიპაშვილის თქმით, მგლების შემოსევა თუ ამგვარად გაგრძელდა, ხარაგაულის მაღალმთიანი სოფლები შესაძლოა მოსახლეობის გარეშე დარჩეს.

„აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ გარემოს დაცვის სამინისტროსგან რეაგირება, რადგან მგლის თავდასხმები უკვე ძალიან გახშირდა. მგელი, ფაქტობრივად, უკვე ეზოებში შევიდა, თუ ასე გაგრძელდა, ისედაც დაცლილ სოფლებში მოსახლეობას ცხოვრება ძალიან გაუჭირდება. კანონი გვაძლევს უფლებას, მგელი თავდასხმის მომენტში გავანადგუროთ. მე ასეთ გზას მივმართავ, – აღვწერ ბაზალეთის თემში ბოლო დროს მომხდარ ფაქტებს და შუამდგომლობას დავაყენებ მერიის წინაშე. საბოლოო გადაწყვეტილება გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს და მათ რეაგირებას დაველოდები," - ამბობს ჭიპაშვილი.

"ჩემი ხარაგაული"


ნანახია: 1508-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივები ამბობენ, რომ მტაცებელი ცხოველი ღამით მათ ეზოებში შედის და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს თავს ესხმის.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მგლებს ისინი გასულ კვირებშიც ამჩნევდნენ, თუმცა ბოლო დღეებია, გარეული ცხოველები მათ ეზოებში
როგორც ბაზალეთის თემის მაჟორიტარი ვალერი ჭიპაშვილი ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-სთან საუბარში ამბობს, სეტყვა დაახლოებით
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.
როგორც სოფლის მაჟორიტარი ვალერი ჭიპაშვილი ამბობს, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას ამოღებული ქვა-ღორღი სამშენებლო ორგანიზაციას
ადგილობრივების თქმით, ტყიბულის რაიონის სოფელ ჯვარისაში შინაურ ცხოველებზე თავდასხმის ოთხი ფაქტი დაფიქსირდა.

ამინდი