Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადადებული რეისის შესრულება კვლავ ვერ ხერხდება

თარიღი : 2-07-2018, 12:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით რეისის შესრულება კვლავ ვერ ხერხდება.

ავიაკომპაია Wiz air-ს კუთვნილი თვითმფრინავი ასაფრენ ზოლზე სატესტო სვლას ახორციელებს. მგზავრები კი კვლავ ასაფრენ დარბაზში სხედან.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ თვითმფრინავში არსებული პროგრამული ხასიათის ხარვეზი აღმოფხვრილია. ქეთი ალექსიძე ადასტურებს, რომ ტექნიკური ხასიათის პრობლემა, რის გამოც რამდენიმე დღის წინ ჩაიშალა ბარელონას რეისი და რამდენიმე საათით გადაიდო მილანის რეისი, ერთიდაიგივე თვითმფრინავს შეექმნა. იგივე თვითმფრინავით რეისი ამ დრომდე ვერ სრულდება დორტმუნდის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-დორტმუნდის რეისი გადაიდო.

აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ავიაკომპანია "ვიზეარის" რეისი ქუთაისი - დორტმუნდი, პროგრამული ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენამდე დაბრუნდა სადგომზე.

“თვითმფრინავი დილით 6:15 სთ უნდა გაფრენილიყო. რაღაც პრობლემაა და ვერ მიფრინავს. მგავრები ბორტზე სხედან. ეუბნებიან რომ ყველა დეტალი მოწმდება და 12 საათზე აფრინდება. კონკრეტულად რა შეფერხება იყო, არ ვიცით,"-განაცხადა მგზავრის დედამ ნანა ჯანელიძემ.


ნანახია: 1378-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-დორტმუნდის რეისი გადაიდო.
აეროპორტში ხმაურის და შეფერხებების მიზეზი უამინდობა გახდა.
ფრენა 15:00 წუთზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა ძლიერი ქარის გამო რეისი ვერ განხორციელდა.
იმერეთის რეგიონში არსებული ძლიერი ქარისა და უამინდობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ორი დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
როგორც მგზავრები აცხადებენ, მათთვის რეისის გაუქმების მიზეზი არავის აუხსნია.

ამინდი