'ქუთაისი-დორტმუნდის რეისის ხომალდი აფრენამდე დაბრუნდა სადგომზე',- ქუთაისის აეროპორტში რეისი გადაიდო
თარიღი : 2-07-2018, 09:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-დორტმუნდის რეისი გადაიდო.
აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ავიაკომპანია "ვიზეარის" რეისი ქუთაისი - დორტმუნდი, პროგრამული ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენამდე დაბრუნდა სადგომზე.
“თვითმფრინავი დილით 6:15 სთ უნდა გაფრენილიყო. რაღაც პრობლემაა და ვერ მიფრინავს. მგავრები ბორტზე სხედან. ეუბნებიან რომ ყველა დეტალი მოწმდება და 12 საათზე აფრინდება. კონკრეტულად რა შეფერხება იყო, არ ვიცით,"-განაცხადა მგზავრის დედამ ნანა ჯანელიძემ.
"ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმება, რის დასრულების შემდეგაც გაცნობებთ დამატებით ინფორმაციას," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.