Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ქუთაისის მერიასთან მემორანდუმი გააფორმა

თარიღი : 29-06-2018, 12:49 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა) პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ ფარგლებში, ათ მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ათეამ პროექტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური სამუშაო შეხვედრა თბილისში გამართა. ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის მერი და ხელმძღვანელი პირები, ასევე ექსპერტები და მკვლევარები ესწრებოდნენ, ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა. შეხვედრას, რომელზეც ევროკავშირის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტებში მმართველობისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია დაესწრო. ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ აღნიშნულ პროცესში ორგანიზაციის ჩართულობას გაუსვა ხაზი.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, კვლევა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში მოქალაქეთა ჩართულობის შესწავლას გულისხმობდა, საქართველოს თორმეტ მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და ათ საპილოტე მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

დოკუმენტის თანახმად, პროექტი ქუთაისის, ზუგდიდის, ლანჩხუთის, ახალციხის, გორის, ამბროლაურის, მცხეთის, მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ასევე ბათუმისა და თვითმმართველ ქალაქებში იმუშავებს.

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), კვლევით ცენტრთან - PMC (საქართველო) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALREG) თანამშრომლობით ახორციელებს. აღნიშნული პროექტი მომავალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

NS


ნანახია: 800-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაჯილდოვების ცერემონიალი დღეს გაიმართება, სადაც ქუთაისის მერიას შესაბამისი ჯილდო გადაეცემა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია არასამთავრობო, არასამეწარმეო და არაპოლიტიკურ ორგანიზაციას
თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია დასავლეთ
რეაბილიტირებული გზა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

ამინდი