Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'რომელ ბავშვსაც ფორმა არ ექნება, სკოლაში ვერ გამოცხადდებაო,'- ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის დირექციის დავალება პირველკლასელთა მშობლებს

თარიღი : 28-06-2018, 23:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ფორმის შეკერვას სთხოვენ, რომელიც მშობლებს 100-100 ლარზე მეტი უჯდებათ.

სკოლის მშობლების თქმით, სასწავლო დაწესებულების დირექციამ მათ განუცხადა, რომ რომელ ბავშვსაც ფორმა არ ექნება, სკოლაში ვერ გამოცხადდება.

"ჩემი შვილი 1-ელ კლასში შედის და ფორმის შეკერევა მოგთხოვეს. სკოლასვე ჰყავს ვიღაც მკერავი დაქირავებული. მივედი, ზომები ავიღეთ და ასე მითხრეს: 100 ლარი დაგიჯდებათო. ფორმა კარგია, მაგრამ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ფორმა შევიკეროთ. როგორ მოვიქცეთ, არ ვიცით. დაინტერესდეს განათლების სამინისტრო, რა ხდება ქუთაისის სკოლაში,"- განაცხადა სკოლის ერთ-ერთმა მშობელმა, რომელმაც ვინაობა იმის გამო არ დაასახელა, რომ შემდეგ მოსწავლეს სკოლაში პრობლემები არ შეექმნას.

სკოლის დირექტორი ირმა შველიძე ამბობს, რომ დაახლოებით 4-5 წელია, რაც სკოლას ფორმა აქვს. დირექტორის თქმით, თუ მშობელს ფორმის ყიდვის საშუალება არ აქვს, ამ შემთხვევაში სკოლას უნდა მიმართოს და ადმინისტრაცია შესაბამის ზომებს მიიღებს.

"სკოლაში ყველას ფორმა აქვს იმისათვის, რომ მოსწავლეებს შორის განსხვავება არ იყოს. თუ მშობელი ფორმის შეკერვას ვერ ახერხებს, უნდა მოვიდეს, გვითხრას და გამოსავალს ვიპოვით," - ამბობს დირექტორი.


ნანახია: 2239-ჯერ

მსგავსი სიახლეები
#12 საჯარო სკოლაში საგანმაათლებლო დაწესებულების დირექტორისა და დამრიგებლების გადაწყვეტილებით, მოსწავლეებს 40 ლარად ღირებული
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ და
საქართველოს განათლების მინისტრმა ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს განუცხადეს, სკოლაში კვლავ რჩება ის ტრადიცია, რომელიც მშობლების მიერ ოთახების
მძაფრი სუნი სკოლაში მშენებარე კორპუსიდან იგრძნეს