Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებასთან ერთად, გამოცდის ძველი სისტემით-დახურულ მოედანზე გავლაც მოუწევთ

თარიღი : 28-06-2018, 12:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩაბარება მოუწევთ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, შესაბამის პირებს ვალდებულება ექნებათ გამოცდა ჯერ ძველი სისტემით - დახურულ მოედანზე ჩააბარონ, ქალაქში - რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარების უფლებას კი მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებენ.

„მართვის მოწმობის მისაღებად, კანდიდატს თეორიული და განახლებული პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნების მიზნით, პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპად დაიყოფა. კანდიდატები პირველ რიგში გამოცდას დახურულ მოედანზე, არსებული ბარიერების გადალახვის შემდეგ შეძლებენ. მხოლოდ ამის შემდეგ გადავა პოტენციური მძღოლი, გამოცდის მეორე, მართვის უფლების მისაღები გამოცდის ქალაქის რეალურ პირობებში ჩაბარების ეტაპზე“, - განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.

მათივე განმარტებით, ძალაში რჩება დახურულ მოედანზე პრაქტიკული გამოცდისას ამ დროისთვის არსებული ყველა - ექვსივე კომპონენტი, რომელთა გავლაც მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს ამჟამად უწევთ.

მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან იყო დაანონსებული, თუმცა წლის ბოლომდე გადავადდა.

ipn.ge


ნანახია: 1763-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უწყების ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელება, რომელიც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს,
ქვეყანას ევროკავშირის წინაშე აქვს აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც მართვის მოწმობის აღების გამოცდა უნდა დაიხვეწოს.
არსებული ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება შემოდგომიდან დაიწყება.
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალ წესზე გადასვლა 2018 წელს განხორციელდება.
ამავე პერიოდში თეორიულ გამოცდაზე კი სულ 82 992 გასვლა დაფიქსირდა, საიდანაც 36 941 შემთხვევაში, რაც 45 %-ს შეადგენს, შესაბამისმა

ამინდი