'აქ ვერაფერი გაუგეს,'- ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმებს პაციენტის ახლობლები უყურადღებობაში ადანაშაულებენ
თარიღი : 28-06-2018, 11:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხმაური იყო ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.
ცენტრში შეყვანილი პაციენტის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ. პაციენტის ახლობლების თქმით, 31 წლის პაციენტი საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი მდგომარეობის სწორად შეფასება ვერ შეძლეს.
„აქ ვერაფერი გაუგეს, თბილისში გადაყვანის უფლება კი არ მოგვცეს. ჩვები დაჟინებული თხოვნით რენამობილი გამოიძახეს, თუმცა დაგვიანებული იყო, რადგან პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და გადაყვანა ვეღარ მოხერხდა. ფული გადაიხადეთ და ანგარიში გაასწორეთო, ექიმი ამის სათქმელად გამოვიდა, ისე ვერ გამოვიყვანეთ, 600 ლარი გადაგვახდევინეს,“ - აცხადებენ 31 წლის ახალგაზრდის ახლობლები.
„ეს არის სასაკლაო. ქუთაისელებო და ქართველებო, თუ გყავთ შვილი გასაწირი, მოიყვანეთ აქ. ავადმყოფი საქართველოში არ გააჩეროთ, საზღვარგარეთ წაიყვანეთ, რომ იქნებ ნორმალურად უმკურნალონ. გაგვაჩერეს აქ, გვეუბნებოდნენ მდგომარეობა სტაბილურადააო და დამძიმდა მდგომარეობა. გადაყვანაც კი არ შეიძლება ისეთ დონეზეა. ეს არის საყასბო. კლინიკის დირექტორი ვერ მოვიყვანეთ აქ შესახვედრად,“ - ამბობს ავთანდილ გუბელაძე.
მომხდართან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია კლინიკის ადმინისტრაციას.