Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში, წმინდა ნინოს ქუჩაზე გზას რეაბილიტაცია უტარდება

თარიღი : 27-06-2018, 17:39 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა ვანში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ ქუჩაზე ამ დროისთვის სანიაღვრე არხებისა და ქვიშა-ხრეშოვანი გზის გვერდულების მოწყობა მიმდინარეობს.

მთლიანობაში წმინდა ნინოს ქუჩაზე 1 500 მეტრი ბეტონის გზის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 409 698 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გიანი“ ახორციელებს.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები 24 ივლისს უნდა დასრულდეს.

NS


ნანახია: 1166-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, სოფელ ბზვანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 20 ივლისს უნდა დასრულდეს.
სამუშაოების მიმდინარეობა დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა

ამინდი