Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში გასასხვისებელი ობიექტების სიამ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირა

თარიღი : 27-06-2018, 16:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცება დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ საკითხის განხილვის გადებაა ითხოვა, რაც ოპოზიციამ მერიის საქმიანობისათვის ხელის შეშლის მცდელობად შეაფასა. შენგელიამ კი განმარტა, რომ საპრივატიზაციო ქონების ნუსხა უკეთ მომზადებას საჭიროებდა.

ოპოზიციამ შენგელიას მოთხოვნა შესაძლო პირადი ინტერესით ახსნა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, ისინი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებას ყოველთვის ხმას აძლევენ, რადგან მხარს უჭერენ ნებისმიერი ბიზნესის განვითარებას მიუხედავად იმისა, რომ თავად ბიზნეს ინტერესები არ აქვთ.

პირად ინტერესებს გამორიცხავს ირაკლი შენგელია და განმარტავს, რომ საჭირო იყო წარმოდგენილ ნუსხას რამდენიმე ობიექტი დამატებოდა, თუმცა ობიექტების დაკონკრეტებისაგან საკრებულოს წევრმა თავი შეიკავა.


ნანახია: 1289-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცება ჩააგდეს.
ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა დაამტკიცეს.
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა როგორც შენობა-ნაგებობებ, ისე მიწის ნაკვეთებს მოიცავს.
რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცებას ნაადრევად მიიჩნევს ოპოზიცია
ინფორმაცია ბიუროს წევრებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო.

ამინდი