Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია ქალაქის კუთვნილი საცხენოსნო კლუბის გაყიდვას გეგმავს

თარიღი : 20-01-2014, 16:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია ქალაქის კუთვნილი საცხენოსნო კლუბის გასხვისებას გეგმავს.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ქალაქი საცხენოსნო კლუბს მხოლოდ სამი-ოთხი თვის მანძილზე შეინახავს. ქალაქის ვიცე-მერის ნოდარ მიქიაშვილის თქმით, ამის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობა ან კერძო ინვესტორს მოძებნის ან კლუბს გაასხვისებს.
ცნობისთვის საცხენოსნო კლუბი ამ დროისათვის 17 ცხენს ინახავს. აქედან 14 ცხენი კლუბის ბალანსზე იმყოფება, ხოლო სამი ცხენი, ორი ინგლისური და ერთი ანგლო არაბის ჯიშის ცხენი საქართელოს კათოლიკოს პატრიარქის საკუთრებას წარმოადგენს.

საცხენოსნო კლუბის დირექტორის ბაქარ ნიკოლაძის თქმით, პირობების არარსეობის გამო, ცხენებს კვიცები ხშირ შემთხვევაში დაბადებამდე ეღუპებათ. ნიკოლაძე აღნიშნავს, 2013 წელს, ქუთაისში მერის ხშირი ცვლილების დროს, დახმარების თხოვნით თითქმის ყველა მათგანს მიმართა, თუმცა ამბობს, რომ მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. კლუბისათვის ქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებული 60 000 ლარი კი ბაქარ ნიკოლაძის თქმით, მხოლოდ ცხენების გამოკვებისა და თანამშრომელთა ხელფასების ხარჯებს ფარავს.


ნანახია: 1882-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საცხენოსნო კლუბი ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში შედის.
ქუთაისის მერიამ ქალაქის კუთვნილი საცხენოსნო კლუბის გასხვისება გადაიფიქრა.
ვიცე-მერის თქმით, უმჯობესია კლუბს კერძო მეპატრონე ჰყავდეს.
ტურნირში მონაწილეობას საქართველოში არსებული საცხენოსნო კლუბები იღებდნენ.
როგორც topnews.com.ge-სთვის გახდა ცნობილი, ადგილობრივი თვითმმართველობა კლუბს გადაიფორმებს, ხოლო თვითმმართველობის არჩევნების
აღნიშნულის შესახებ 'გირჩი'-ს იმერეთის ორგანიზაციაში აცხადებენ.

ამინდი