წყალტუბოში ფესტივალი 'Art-გენი 2018' გაიმართება
თარიღი : 26-06-2018, 20:55 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი

27 ივნისს წყალტუბოში ფესტივალი „Art-გენი 2018“– გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში, სოფელ ჩუნეშში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 17:00 საათიდან ხალხური რეწვის გამოფენები გაიხსნება.
"ადგილზე შეგიძლიათ ნახოთ ქართული საბრძოლო ხელოვნება "შავფაროსნების" საჩვენებელი წარმოდგენა, ასევე, ფოლკლორული კონცერტი - რეგიონული ანსამბლების მონაწილეობით.
დასკვნით კონცერტს კი, ჯგუფი ,,REGGAEON’’ გამართავს," - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. წყალტუბოს ბაზრის ტერიტორიიდან სპეციალურად ამ დღისთვის სამარშუტო ხაზი დაინიშნა.