ქუთაისში, დღის ცენტრის თანამშრომლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ

ქუთაისში არსებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრ "თაირისისგან" 7 წლის ბენეფიციარის ფიზიკურ დაზიანებებზე განმარტებებს ითხოვენ.
ბავშვის ოჯახის ადვოკატის ციცი ბაბუნაშვილის თქმით, ისინი საგამოძიებო ორგანოებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრ „თაირისის“ საქმიანობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ. როგორც ადვოკატი ამბობს, 25 ივნისს, ბავშვი დღის ცენტრიდან სახლში სახის არეში დაზიანებებით მივიდა.
"ბავშვი სახლიდან დაზიანებებით არ გაუშვიათ. ის ვერ მეტყველებს და ვერ იტყვის რა მოხდა. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გაარკვიონ, რა მოხდა სინამდვილეში," -ამბობს ადვოკატი.
თავად დღის ცენტრში 7 წლის ბავშვისათვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების ფაქტს უარყოფენ და არ გამორიცხავენ, რომ ბავშვს დაზიანებები საკუთარმა დედამ მიაყენა.