Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქვა დავადევი მაგათ პოლიტიკურ საფლავზე,'- გოგი წულაია ქუთაისის ხელისუფლებას აკრიტიკებს

თარიღი : 26-06-2018, 11:42 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია ქუთაისში, თეთრ ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს. წულაიას თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე უნდა მოეხდინა და ტურისტული სეზონის პერიოდში, მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კაფე-ბარები და სავაჭრო დაწესებულებები არ უნდა დაეზარალებინა.

"400 000 ლარი იხარჯება უკვე აშენებული ხიდის რეაბილიტაციაზე, რომელსაც მხოლოდ შეღებვა და იატაკის გამოცვლა უნდა. რას სულელობენ, რა ქვები მოუნდათ თეთრ ხიდზე. ქვა დავადევვი მაგათ პოლიტიკურ საფლავზე. სისხლის სამართლის დანაშაულია, როდესაც ამდენი იხარჯება აშენებულ ხიდზე. დილიდან საღამომდე იმაზე ფიქრობენ, როგორ მოტეხონ ფული. ჯანდაბას, მოტეხეთ, მაგრამ საქმე გაუკეთეთ ამ ქალაქს. გაგანია ტურისტული სეზონის დროს დაიწყეს რეაბილიტაცია. აქამდე რას აკეთებდნენ?," - ამბობს წულაია.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის კრიტიკაზე ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.


ნანახია: 1831-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გოგი წულაია ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის მიმართ უყურადღებობაში ადაანაშაულებს.
ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია სრულდება.
ტენდერის თანახმად, ხიდზე სამუშაოები 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო.
როგორც წულაია ამბობს, ის პარტიის პოლიტიკური მდივანი გახდა და საქმიანობას ქუთაისში გააგრძელებს.
'თავისუფალი საქართველოს' ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ხარჯებს აპროტესტებს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია თვლის, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არსებობს მსგავსი პრაქტიკა, როდესაც ბიუჯეტის 25%
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი