Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში არსებული უსახელო ქუჩისთვის რეზო ჭეიშვილის სახელის დარქმევას ივლისის თვის ბოლოდან ელოდებიან

თარიღი : 25-06-2018, 15:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მწერლისა და დრამატურგის რეზო ჭეიშვილის ოჯახი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს.

ორ წელზე მეტია, რაც ქუთაისში არსებული უსახელო ქუჩა მწერლისა და დრამატურგის რეზო ჭეიშვილის სახელის მინიჭებას ელოდება. ქუთაისში, ნიკეასა და გამსახურდიას ქუჩების დამაკავშირებელი მონაკვეთისათვის მწერლის სახელის მინიჭებაზე საუბარი 2015 წელს, რეზო ჭეიშვილის გარდაცვალებიდან მალევე დაიწყო.

"წინა მოწვევის საკრებულომ დადებითი გადაწყვეტლება მიიღო. წინა მერი ყოველნაირად გვედგა გვერდით. ახალ მერთან მე არ შევსულვარ, თუმცა უთქვამს, რომ ჩვენს გვერდით იქნება. რეზო ჭეიშვილი ვინ იყო და როგორი ძლიერი მწერალი იყო, ჯერ კიდევ არ იცის ხალხმა. ქუჩას რომ მისი სახელი დაერქმევა, საზოგაოდება მის მნიშვნელობას უფრო მიხვდება. ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა. ახლა ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს თანხმობა. მათი მხრიდან ყურადღება არ ჩანს," - ამბობს მწერლის მეუღლე მარინა ვერულაშვილი.

ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს და ახლა გადაწყვეტილება ცენტრალურ ხელისუფლებაზეა. ქალაქის საკრებულოს ეკონომიკის და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჭეიშვილი ამბობს, რომ კონკრეტული ქუჩისთვის სახელის მინიჭება-არმინიჭებაზე გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლება დამოუკიდებლად ვეღარ იღებს.

"ველოდებით, რომ ივლისის ბოლოსთვის უსახელო ქუჩას უკვე რეზო ჭეიშვილის სახელი დაერქმევა," - ამბობს გიორგი ჭეიშვილი.


ნანახია: 1273-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მწერლისა და დრამატურგის შემოქმედების მნიშვნელობასა და როლზე საუბრობენ ჭეიშვილის მეგობრებიც.
'აქედან თითქოს რეზომ გადმოაბიჯა და დაიწყო სიარული ქალაქში'
რეზო ჭეიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრიდან გამოასვენეს.
ცნობისთვის, კონცერტი 14 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი ერთი კვირით გადადების
გარდაცვლილის მეუღლე იხსენებს, რომ მწერალი, ბოლო წლების განმავლობაში, ხშირად ამბობდა, რომ ის ქუთაისის მიწას უნდა მიბარებოდა.
გარდაცვლილის მეუღლე იხსენებს, რომ მწერალი, ბოლო წლების განმავლობაში, ხშირად ამბობდა, რომ ის ქუთაისის მიწას უნდა მიბარებოდა.

ამინდი