Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ

თარიღი : 25-06-2018, 13:23 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების ცნობით, 25 – 27 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა 25 – 26 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. 27 ივნისს ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს.

28 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა +35, +40 გრადუსამდე მოიმატოს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +33, +38 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, 25 – 26 ივნისს, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

27 – 28 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.


ნანახია: 1202-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22 გრადუსია

ამინდი