Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: აქტიურად დავიწყეთ გზების, ჩიხების და შესახვევების მოასფალტების პროცესი

თარიღი : 25-06-2018, 12:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დღეს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მწვანეყვავილას #9-ში უკვე დასრულდა საყრდენი კედლის მოწყობა, რომლის სამუშაოები შპს "ვეთაორ ჯგუფ"-მა განახორციელა და ჯამში კედლის მოწყობა 118343 ლარი დაჯდა. საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს ასევე, ლუკა ასათიანის #11-ში, რომლის სამუშაოებს "ბილდინგ +" 93800 ლარად ახორციელებს. წერეთლის მე-5 ჩიხში ერთდროულად მიმდინარეობს ღვარსადენისა და საყრდენი კედლის მოწყობა.

ქუთაისის მერმა დღესვე წერეთლის #142 ში მრავალბინიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია მოინახულა, რომელსაც შპს "ლამოდერნა" ასრულებს. აღნიშნული ფასადის სამუშაოებისთვის 76 370 ლარია გამოყოფილი.

"ქალაქის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს სამუშაოები. აქტიურად დავიწყეთ გზების, ჩიხების და შესახვევების მოასფალტების პროცესი. ასევე საყრდენი კედლების მოწყობა და კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია. ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, სამუშაოები დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

NS


ნანახია: 620-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მწვანეყვავილას, ლუკა ასათიანისა და ლესელიძის ქუჩებში სავალალო მდგომარეობა იყო. ამ დრომდე აღნიშნულ ქუჩებში
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, საკრებულოს დეპუტატებთან და ტერიტორიული
ქუთაისის მერის განცხადებით, ქალაქში კიდევ რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩის 199 და 223-ე ნომერ კორპუსებთან ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მოასფალტების სამუშაოები უკვე დასრულდა თაბუკაშვილის მე-2, მე-4 და მე-6 შესახვევში. 2 დღეში გზის საფარის მოწესრიგება დასრულდება
ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს.
2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამინდი