ვანდალიზმის მორიგი ფაქტი ქუთაისში
თარიღი : 23-06-2018, 10:45 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, მოპლეზირის თაღთან, დედაენის დღესთან დაკავშირებით მოხატული კედელი დააზიანეს.
მოხატული კედელი 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიხსნა. კედლის მოხატვის მიზნით, მერიამ კონკურსი-"მოხატე ქალაქი დედაენით" გამოაცხადა. კედელი მარიამ ქებურიამ და თამარ წახნაკიამ მოხატეს.
"გადავწყვიტეთ მთავარი აქცენტი გაგვეკეთებინა ანბანზე და განათლებაზე, ისტორიული წერილებიდან წამოსულ ინსპირაციებზე და მრავალფეროვნებაზე,"-განაცხადეს მხატვრებმა.
მოხატულ კედელზე წარწერებია გაკეთებული.