Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„რიკოთის პროექტის განხორციელება 2022 წლამდე გადავადდა"

თარიღი : 22-06-2018, 11:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, რიკოთზე ავტობანი, დაგეგმილი რაოდენობის ხიდები და გვირაბები ნამდვილად აშენდება, უბრალოდ სავარაუდოდ, დროში გადაიწევს. ასე უპასუხა ცქიტიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შესაბამის კითხვას, რომელმაც მთავრობა პროექტების განხორციელების ვადების დარღვევის გამო გააკრიტიკა. გოცირიძე დაინტერესდა, რეალურად აშენდება თუ არა ავტობანი, მათ შორის რიკოთზე და 50+50 ხიდი და გვირაბები.

“აშენდება, ბატონო რომან. რაც შეეხება ხიდებს და გვირაბებს, თქვენ მხოლოდ რიკოთის მონაკვეთზე ასაშანებელი ხიდების და გვირაბების რაოდენობა ჩამოთვალეთ, რომელიც მეტია იმაზე, რაც დაასახელეთ. რიკოთი შედგება 4 ლოტისგან, მათგან ერთზე უკვე გამოცხადდა ტენდერი სამშენებლოდ. რაც შეეხება კონკრეტულად რიკოთის მონაკვეთის მშენებლობას, გეგმა იყო, რომ 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, უბრალოდ ახლა ვამბობთ, რომ რიკოთის მთლიანი მონაკვეთის დასრულება 2022 წელს გადავა. დანარჩენი მონაკვეთები ასევე არის გამზადებული ტენდერისთვის და წელსვე იქნება გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, ზოგადად, საუბარია მხოლოდ პროექტების 1-2 წლიან გადავადებებზე და არა 10 წლიანზე.

ამ წუთებში მინისტრობის კანდიდატების ნაწილს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე უსმენენ.

bpn.ge


ნანახია: 1246-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის მიხედვით დაგეგმილია 100 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რადგან ამჟამად უკვე აშენებულია 150 კილომეტრი ჩქაროსნული
დაგეგმილია 100 ლიკომეტრიანი მონაკვეთის მსენებლობა, რადგან ამჟამად უკვე აშენებულია 150 კილომეტრი ჩქაროსნული ავტობანი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე აცხადებს, დეტალები სწორედ სამუშაოების დასრულების შემდეგ
აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა წუხელ, ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ვითარების გამო აიკრძალა.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ბაღდათის ერთ-ერთი სოფლის (სოფლის სახელს სააგენტო შეგნებულად არ ასახელებს)
მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ამინდი