Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ბაზარში ხილისა და ბოსტნეულის თითქმის 90% ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს“

თარიღი : 22-06-2018, 11:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაზრის დახლზე მოხვედრილი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის თითქმის 90%, კერძოდ ხილი და ბოსტნეული მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ გაეროს ექსპერტმა, ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ „მთავარის“ პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბაზარი, რომელიც გაჯერებულია გლეხურ მეურნეობებში მოყვანილი პროდუქციებით, მომხმარებლისთვის მაღალ რისკს წარმოადგენს. საუბარია იმ ნაყოფზე, რომელსაც უშუალოდ ნიადაგთან აქვს შეხება: მარწყვი, მწვანილი, ჭარხალი, სტაფილო, ასევე ვაშლი და ქლიავი, რომლებიც მიწაზე იყრება.

ხათუნა ახალაია მომხმარებელს ურჩევს დაიცვან ჰიგიენის ნორმები, ბაზარში შეძენილი პროდუქტი 15-20 წუთის განმავლობაში გააჩერონ გამდინარე წყალში, მწვანილი 10-15 წუთის განმავლობაში ჩააწყონ სოდიან წყალში, რაც ასე თუ ისე, გარკვეული ფორმით აცილებს მიკრობებს. ასევე, ჭარხალი და სტაფილო გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაითალოს, მოსცილდეს ის ფენა, რომელშიც შეიძლება იყოს მიკრობიოლოგიური დაბინძურება.

„მიწაზე ძალიან ხშირად ჩვენი ფერმერები იყენებენ ორგანულ სასუქს, როგორიცაა ნაკელი, რომელიც სასოფლო-სამერუნეო პროდუქტის მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა,“-აღნიშნა ახალაიამ.

bpn.ge


ნანახია: 1408-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომხმარებელთა უფლებადამცველების კვლევის საგანგაშო შედეგები.
საქართველოს მთავრობა მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 2015 წელს დაფუძნდა და ის ამჟამად 6 წევრს აერთიანებს.
გასული კვირის მონაცემებით, კონკრეტულად წითელი, მრგვალი პომიდვრის ფასის ყველაზე აქტიური ზრდა საქართველოსა და ტაჯიკეთში დაფიქსირდა,
ღონისძიების მიზანს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს.

ამინდი