Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თაგვის ექსკრემენტად შეფუთული ბარდის მარცვალი-რა მოხდა ქუთაისის მადლიერების სახლში?

თარიღი : 21-06-2018, 17:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება," - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნით, საჭმელში არა თაგვის ექსკრემენტი, არამედ ბარდის მარცვალია აღმოჩენილი და რაიმე შეუსაბამო საკვებთან დაკავშირებით არ ფიქსირდება.

"მადლიერების სახლის სასადილო გუშინ რამდენიმე საათით დაიხურა, ადგილზე აღმოჩენილი ხარვეზების გამო. სურსათის ეროვნული საააგენტოს ჯგუფმა გუშინვე განახორციელა სამუშაოები და სამზარეულო მალევე გაიხსნა," - აცხადებენ მერიაში.

დასავლეთ საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელის ფიქრია ჭლიკაძის განცხადებით, საკვებში არა თაგვის ექსკრემენტი, არამედ ბარდის მარცვალია აღმოჩენილი.

დღესვე, ქუთაისის მადლიერების სახლში მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე იმყოფებოდა, რომელმაც ბენეფიციარებთან ერთად ისადილა და ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

ნინო თვალთვაძის განცხადებით, ყველა მოთხოვნა ან რაიმე სახის საყვედური, რომელიც ბენეფიციარების მხრიდან იქნება დაფიქსირებული მყისიერი რეაგირება ექნება და არ დარჩება საკითხი, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა არ გააკონტროლებს. მისივე განცხადებით, ადგილზე ყველა ნორმა და სტანდარტი დაცულია და მადლიერების სახლი აგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში ნებეფიციართა მომსახურეობას.

"ჩვენთვის მთავარი ყველა სტანდარტი და მოთხოვნა დავიცვათ, რათა ბენეფიციარების მომსახურეობა ხარისხიანი და შესაბამისი იყოს. ადგილზე აღმოვფხვერით რამდენიმე უმნიშვნელო ხარვეზი. უკვე მივიღეთ დასკვნა, სადაც წერია, რომ საჭმელში არა თაგვის ექსკრემენტი, როგორც ეს გავრცელებულ ინფორმაციაში ფიქსირდებოდა, არამედ ბარდის მარცვალი იყო. რაც შეეხება თანამშრომლების ქცევას, ესეც მაქსიმალურად გაკონტროლდება და თუ გამოვლინდა, რომ ადგილზე დასაქმებული რომელიმე თანამშრომელი შეურაცხყოფას აყენებს ბენეფიციარებს, მასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ,"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.


ნანახია: 716-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დროისთვის ქუთაისის მადლიერების სახლის ბენეფიციართა სიის გადამოწმება მიმდინარეობს. საუბარია 120 ადამიანზე, რომლებმაც
ქუთაისის ყველაზე მსხვილი უფასო სასადილო ხვალიდან ბენეფიციარებს ვეღარ მიიღებს. 650 ადამიანი კი სავარაუდოდ, საკვების გარეშე დარჩება.
ქუთაისში არსებული მადლიერების სახლის ბენეფიციართა სია 121 ადამიანით შემცირდა.
წულაია ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს დაინტერესდეს აღნიშნულით, რადგან მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტიდან
ქუთაისში ამჟამად უფასო კვების ორი ფილიალი, ავტომშენებლისა და ნინოშვილის ქუჩებზე მოქმედებს.
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე 23-ე ბაღში ბაღების ა(ა)იპის ხელმძღვანელ დავით წიტაიშვილთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მან
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ააიპების თანამშრომლებთან 'იძულებით ქველმოქმედებასთან' დაკავშირებით ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინაროებს.
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ამინდი