Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მღრღნელების ცურცლები საკვებში - ქუთაისში სოციალურად დაუცველთა სასადილო დახურეს

თარიღი : 21-06-2018, 00:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, სოციალურად დაუცველთა სასადილოში, სურსათის უვნებლობის სააგენტომ დარღვევები და სტანდარტებთან კრიტიკული შეუსაბამობა აღმოაჩინა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ”მადლიერების სახლში” შესამოწმებლად მას შემდეგ შევიდნენ, რაც სოციალურად დაუცველთა საკვებში თაგვების ნაკვალევის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში გავრცელდა.

რამდენიმე საათიანი სამუშაოების შედეგად, სააგენტომ სასადილო დახურა.

ქუთაისის ყველაზე მსხვილი უფასო სასადილო ხვალიდან ბენეფიციარებს ვეღარ მიიღებს. 650 ადამიანი კი სავარაუდოდ, საკვების გარეშე დარჩება.

ოჯახები, რომლებიც სასადილოში ყოველდღე სადილობდნენ, ყვებიან რომ "მადლიერების სახლიდან" წაღებულ წვნიანში მღრღნელების "ცურცლები" იყო.

სოციალურად დაუცველთა საკვებში მღრღნელების ექსკრემენტების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია აქვთ ქუთაისის მერიაში. უფასო სასადილო, სწორედ მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. ქალაქის მერის მოადგილე ამტკიცებს, რომ ”მადლიერების სახლში” როგორც კვების კალორაჟი და მდგომარეობა, ასევე სასადილოში არსებული მდგომარეობაც მკაცრად კონტროლდება.


ნანახია: 1400-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის
რეაბილიტირებული სასადილო ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ დაათვალიერა.
ქუთაისში მადლიერების სახლში არსებულ ვითარება, ქალაქის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჟურნალისტებს ადგილზე გააცნო.
ქუთაისში არსებული მადლიერების სახლის ბენეფიციართა სია 121 ადამიანით შემცირდა.
ამ დროისთვის ქუთაისის მადლიერების სახლის ბენეფიციართა სიის გადამოწმება მიმდინარეობს. საუბარია 120 ადამიანზე, რომლებმაც
ქუთაისში ამჟამად უფასო კვების ორი ფილიალი, ავტომშენებლისა და ნინოშვილის ქუჩებზე მოქმედებს.

ამინდი