Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ ატყუებს ქუთაისის მერს და რა ხდებოდა მერის კაბინეტში?

თარიღი : 24-08-2013, 10:19 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერს დიმიტრი კოპალიანს მისი უახლოესი გარემოცვის წევრები ატყუებენ. ტოპნიუსისათვის მერიაში დასაქმებულებიდან ცნობილი გახდა, რომ ქალაქის მერის ე.წ. თანაშემწე გია ცაცაშვილი მერს არწმუნებს, თითქოს ის ქალაქის მერად მან დანიშნა და კოპალიანის მერობასთან „ქართულ ოცნებასა“ და მერის შესარჩევ კომისიას არავითარი კავშირი არ აქვს. მერიაში დასაქმებულები, რომლებიც ტოპნიუსს შიდა სამზარეულოზე უყვებიან, აცხადებენ, რომ მობეზრდათ ცაცაშვილის პარპაში და დიმიტრი კოპალიანის მიამიტობა. „კოპალიანს დღემდე სჯერა, რომ ის მერად გია ცაცაშვილმა დანიშნა. ცაცაშვილი მერს ეუბნებოდა, რომ მინისტრებთან მან გაუწია რეკომენდაცია და მინისტრებს ეუბნებოდა, რომ ამერიკაში ცხვორობდა ქუთაისელი, რომელიც საქართველოში უნდა ჩამოეყვანათ. უფრო მეტიც, კოპალიანი მასთან კაბინეტში შესული ნებმისმიერი პირის საუბარს ცაცაშვილს უყვებოდა. რამდენიმე ხნის განმავლობაში გია ცაცაშვილი მერის კაბინეტის უკან არსებულ დახურულ ოთახში იჯდა და იქედან ისმენდა რაზე ელაპარაკებოდნენ მერს მის კაბინეტში შესული ადამიანები და რას პასუხობდა დიმიტრი კოპალიანი,“ - განუცხადეს ტოპნიუსს. აქვე ცნობილი ხდება, მერის კაბინეტში შესულ წერილებზე მერის მხრიდან რეაგირების დაგვიანების მიზეზი. საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც ქუთაისის მერის მუშაობას არადამაკმაყოფილებლად აფასებენ, აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად მერის კაბინეტში შესული კორეპონდენციების დაგვიანებას ასახელებენ. „კაბინეტში შესულ განცხადებებს მერი ორშაბათიდან პარასკევამდე აგროვებდა, ხოლო პარასკევს დოკუმენტებს გია ცაცაშვილი უხარისხებდა მერს და ურჩევდა, რომელ საბუთზე მოეწერა ხელი და რომელზე -არა. ხოლო როცა ქუთაისის მერს პრობლემები გაუჩნდა, ცაცაშვილი მას გაერიდა და ახლოს აღარ ეკარებოდა,“ - აცხადებს წყარო ტოპნიუსთან საუბარში. გია ცაცაშვილი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ქუთაისის მერიაში მისულ დიმიტრი კოპალიანს მიყვნენ. ცაცაშვილი წლების განმავლობაში ქუთასის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა. უნივერსიტეტიდან კი ქუთაისში გახსნილ მთავრობის სახლში გადაინაცვლა. ცაცაშვილი ასევე, ქუთაისის ყოფილი მერის და უმცირესობის წევრის, გია თევდორაძის მეუღლის, მაკა ხეცურიანის ახლო მეგობარია. გია ცაცაშცვილმა მერიაში თავისი კადრები მიიყვაანა, რომლებიც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად და მის მოადგილედ დაინიშნენ. ტოპნიუსითვის ისიც ცნობილი ხდება, რომ შვებულებაში გასვლის წინ, მერი რჩევას გია ცაცაშვილს ეკითხებოდა, ცაცაშვილი კი მას არ პასუხობდა. „მერი შვებულებაში გასვლის წინ მთელი დღე ურეკავდა ცაცაშვილს და ეუბნებოდა მასთან მისულიყო, რადგან თვითონ კაბინეტიდან ვერ გამოდიოდა. ცაცაშვილი არ პასუხობდა. ბოლოს მანქანის გაფუჭება მოიმიზეზა და თქვა, მერისთვის არ მცალიაო. მერის გარემოცვიდან ყველა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ დიმიტრი კოპალიანმა თანმამდებობა უნდა დატოვოს. კოპალიანის მერობას მხოლოდ მისი მშობლები უჭერენ მხარს და მხოლოდ ისინი გულშეამტკივრობენ,“ - განუცხადეს ტოპნიუსს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში დეპუტატები ქუთაისის მერს იმპიჩმენტით ემუქრებოდნენ. იმპიჩმენტი მერის შვებულებაში გასვლამ გადადო. 11 სექტემბრამდე მერის მოვალეობას ერთ-ერთი ვიცე-მერი კოტე ლომიძე ასრულებს.


ნანახია: 4141-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერს დიმიტრი კოპალიანს საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები იმპიჩმენტს ვერ გამოუცხადებენ.
შვებულებაში მყოფი ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი საკუთარ კაბინეტში სტუმრებთან ერთად იმყოფება. მერი ამ წუთებში დახურულ შეხვედრას
ქუთაისის მერის მოვალეობას ვიცე-მერი კოტე ლომიძე შეასრულებს.
ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის მიერ აღებული 20 დღიანი შვებულება დღეს დასრულდა. როგორც კოპალიანმა ტოპნიუსთან საუბრისას
პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დიმიტრი კოპალიან იამ დროისათვის საკუთარ კაბინეტში იმყოფება და მერის საქმიანობას განაგრძობს.
მრავალშვილიანი დედები იმასაც ამბობენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში არ დაიშლებიან და ქალაქის მერის სოლიდარობის ნიშნად ღამეს

ამინდი