Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საერთოდ აღარაფერი დაგვრჩა, ტექნიკა კრედიტით იყო შეძენილი,'- ქუჩაში აღმოჩენილი მარტოხელა დედის თხოვნა საზოგადოებას

თარიღი : 19-06-2018, 21:41 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ აღმოჩენილი მარტოხელა დედა ეკატერინე სტაჟაძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

გასული თვის ბოლოს გაჩენილმა ხანძარმა სტაჟაძეს ერთადერთი საცხოვრებელი, სამოთახიანი ბინა გაუნადგურა, რის გამოც 7 წლის შვილთან და მოხუც დედასთან ერთად, ქუჩაში აღმოჩნდა.

"მოულოდნელად გაჩნდა ხანძარი. სახლში არ ვიყავი, საქმეზე ვიყავი გასული. ჩემი შვილი და დედაჩემი ცეცხლმოკიდებული ბინიდან გამოიყვანეს. დედაჩემი მიღებული დამწვრობებით ახლაც საავადმყოფოში მკურნალობს. ბინა მოწესრიგებულ იყო. ტექნიკის ნაწილი-მაცივარი, სარეცხი მანქანა-კრედიტით იყო შეძენილი. საერთოდ აღარაფერი დაგვრჩა. არ ვიცი რა ვქნა. დახმარებას ვთხოვ საზოგადოებას, ვისაც რა შეუძლია, თუნდაც ერთი ლარი. მცირე ნაწილი მაინც რომ გავათეთრო და შვილი და დედა შემოვიყვანო, გთხოვთ დამეხმაროთ," - ამბობს ეკატერინე სტაჟაძე.

ეკატერინე სტაჟაძის დახმარების მსურველებს თანხის დარიცხვა შემდეგ ანგარიშზე შეუძლიათ: GE25 BS00 0000 0001 3360 82.


ნანახია: 1837-ჯერ

მსგავსი სიახლეები
7 წლის გოგონას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. გოგონა ვერც საუბარს ახერხებს.
ქუთაისში მცხოვრები 11 წლის გიორგი ჯიშკარიანის დედა ია კოხრეიძე შვილის გადარჩენისთვის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
გოგუცა სტაჟაძე მძიმე ტრამვებით მკურნალობას ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადის.
ოჯახის უფროსი თომა შალამბერიძე ამბობს, რომ ცეცხლი სახლში დღის საათებში გაჩნდა. ოჯახმა ალმოდებული სახლიდან ვერაფრის გადარჩენა
წყლტუბოში, სოფელ ოფშკვითში მცხოვრები გურანდა თათეიშვილი მარტოხელა დედაა.