Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის კლინიკის დირექტორმა ლაშა ელბაქიძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეტლი გადასცა

თარიღი : 19-06-2018, 18:58 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის” ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა ლაშა ელბაქიძემ და ფინანსურმა მენეჯერმა ლევან ნანიტაშვილმა სოფელ ისლარში მცხოვრებ მერაბ ჭიპაშვილს ეტლი გადასცეს. ელბაქიძე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს სახლში პირადად ესტუმრა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

მერაბ ჭიპაშვილი რამდენიმე ხნის წინ ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსს გადიოდა. გამომდინარე იქიდან, რომ მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, კლინიკის ხელმძღვანელობამ აქტიურად დაიწყო მუშაობა, რათა მერაბ ჭიპაშვილისთვის ეტლი შეეძინათ. ბენეფიციარს წინასწარ აუღეს ზომები, ეტლის მორგების ყველა ნიუანსის გათვალისწინებით. საჭირო საბუთები გაიგზავნა საერთაშორისო ასოციაცია „ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისთვის“, რომელიც ამერიკული ჰუმანიტარული დონორი ორგანიზაცია ,,LDS CHARITY-ის“ თანამონაწილეობით საქართველოში მრავალ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით მოხდა ეტლის შეძენა და მერაბ ჭიპაშვილისთვის უსასყიდლოდ გადაცემა.
https://s8.postimg.cc/yj7q9aeg5/etliii.jpg

როგორც ლაშა ელბაქიძე აცხადებს, "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" ხელმძღვანელობის სურვილია, ბევრი გამოჯანმრთელებული და კმაყოფილი პაციენტი წავიდეს სახლში. მისივე თქმით, ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულება თავისი აღჭურვილობით და საუკეთესოდ მომზადებული პერსონალით ნამდვილად ზრუნავს პაციენტების ჯანმრთელობაზე.

"ბატონი მერაბისათვის ეტლი ნამდვილად დიდი შეღავათია. მას უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება და შევეცადეთ ეს ტვირთი ცოტათი შეგვემსუბუქებინა. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და თუ ვინმეს ამის საჭიროება დაუდგება,აუცილებლად დავეხმარებით,“-განაცხადა კლინიკის დირექტორმა.


ნანახია: 2795-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებზე უსასყიდლოდ 58 ეტლი გაიცა.
ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს ეტლის მოთხოვნით გოჩა ჯინჯიხაძის ოჯახმა რამდენიმე
ოჯახმა დახმარების თხოვნით ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს რამდენიმე დღის წინ მიმართა.

ამინდი