Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქვეყანა უსამართლობის ჭაობშია ჩაფლული,'- 'ნაციონალური მოძრაობის' პროტესტი ქუთაისში

თარიღი : 19-06-2018, 13:20 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ქვეყანა უსამართლობის ჭაობშია ჩაფლული. აქციაზე მხარი დაუჭირეს ოზურგეთის საკრებულოს წევრ ბესო ქათამაძეს, რომელიც "ქართული ოცნების" წევრებმა რამდენიმე დღის წინ სცემეს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებული დღემდე არავინ არის.

"ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ძალისმიერ მმართველობაზეა გადასული. ამაზე მიუთითებს ცოტა ხნის წინ თბილისში მიმდინარე პროცესები, რომლის დროსაც ყოველგვარი არგუმენტირების გარეშე დააკავეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე. ორიოდე დღის წინ კი პროცესებმა ოზურგეთში გადაინაცვლა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრს ბესო ქათამაძეს, "ქართული ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხელისუფლება კვლავ იყენებს თავის გავლენებს სამართალდამცავ უწყებებზე და ხელს უშლის საქმის სამართლიან გამოძიებას" -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას შემდეგი მოთხოვნებით მიმართავს:

1. დროულად და ობიექტურად იქნას გამოძიებული აღნიშნული ფაქტი და რეალური დამნაშავეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

2. "ქართული ოცნების" ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებს და ისინი აფარებენ ხელს რეალურ დამნაშავეებს. ამიტომ ადგილობრივ საკრებულოს დეპუტატებთან ერთად პასუხისმგებლობა ცენტრალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებმაც უნდა აიღონ.

3. არაუგვიანეს პარასკევისა, ჩაინიშნოს ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ.

"პარასკევს, 14 საათზე ყველას ვისთვისაც ძვირფასია თვითმმართველობა, სამართლიანობა და საკრებულოს წევრთა ღირსება, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ვიწვევთ ოზურგეთში ბესოსთვის სოლიდარობის გამოსახატად," - აცხადებენ ოპოზიციურ პარტიაში.


ნანახია: 1568-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ნაციონალური მოძრაობის' საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა ნარსიას საჩივარი ქუთაისის საოლქო კომისიამ განუხილველად დატოვა.
წყალტუბოში საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია.
წყალტუბოში საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა წყალტუბოში ქართული ოცნების კოორდინატორები ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულეს.
'ნაციონალური მოძრაობის' წევრების განცხადებით, 'ქართული ოცნება' მსგავსი მეთოდებით ცდილობს არჩევნების მოგებას.
გაზის ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიმატებს.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო.

ამინდი