Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას უპირებდა ქუთაისის ყოფილი ხელისუფლება უსახლკაროებისათვის მოწყობილ საცხოვრისს?-ყოფილი ვიცე-მერის განმარტება

თარიღი : 18-06-2018, 16:40 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე ქალაქში, უსახლკარო ოჯახებისათვის მოწყობილი თავშესაფრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

თავშესაფარი, რომელიც გასულ წელს აიგო და სადაც ქალაქის მერიამ თავშესაფრის გარეშე მყოფი 80 ოჯახი შეასახლა, საგამოძიებო ორგანოების ყურადღების ცენტრში მოექცა. თავშესაფრის ბინადრები ირწმუნებიან, რომ შენობა ავარიულია, იქ მათი ყოფნა საშიშია და საცხოვრებლიდან გასახლებას ითხოვენ.

ყოფილი ვიცე-მერი თავშესაფრის მოწყობის საჭიროებას განმარტავს. კონსტანტინე ქავთარაზ ამბობს, რომ 2014-2015 წლებში სასამართლომ რამდენიმე მოქალაქის სარჩელი განიხილა, რომლებიც ქუთაისის მუნიციპალიტეტისგან თავშესაფრით უზრუნველყოფას ითხოვდნენ.

" სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალაქის მერიას დაევალა აღნიშნულის უზრუნველყოფა. იმ დროისათვის მერია არ ფლობდა საბინაო ფონდს და შესაბამისად უწევდა კანონის ამ მოთხოვნის დარღვევა. ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 800 განაცხადი იყო შემოსული საბინაო სამსახურში დროებითი საცხოვრებლის გამოყოფის მოთხოვნით. აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, ქუთაისის თვითმმართველობამ 2015 წელს დაიწყო ამ საკითხის მოგვარება და სამომავლო გეგმის დასახვა. მიზანს წარმოადგენდა სოციალური საცხოვრისის შექმნა, სადაც უსახლკაროებს ექნებოდათ დროებითი თავშესაფარი. ოჯახის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში აუცილებლობას წარმოადგენს მერიის მიერ გამოყოფილი ფართის ჩაბარება. აღნიშნული საცხოვრისში უნდა მოეწყოს უფასო სასადილო და სამრეცხაო ბენეფიციარებისთვის, მათზე უნდა გავრცელდეს კომუნალურ გადასახადებში დახმარების პროგრამა,"- წერს ქავთარაძე.

ყოფილი ვიცე-მერის თქმით, უკვე საცხოვრისის აშენების შემდეგ, 2017 წელს დაიწყო სოციალური საცხოვრისის პოტენციური ბენეფიციარების რეგისტრაცია, რაც სპეციალური კომისიის მეშვეობით წარიმართა.

"სოციალური საცხოვრისის განაწილების მიზნით შექმნილმა კომისიამ დაადგინა, რომ მსურველების რაოდენობა მნიშვნელოვნად დიდია და შესყიდული ფართები არ ყოფნის მათ დაკმაყოფილებას. ასევე დადგინდა, რომ საცხოვრისს მიღმა რჩებოდნენ ისეთი ოჯახები, რომლებიც ძალიან დუხჭირად ცხოვრობდნენ და რამოდენიმე მათგანი მრავალშვილიანიც იყო, ოჯახებში იყვნენ შშმ პირები. ასევე პრობლემას წარმოადგენდა "ჭერის არმქონე პირები, რომლებიც ქუჩებში ათევენ ღამეს...“ კატეგორიის ერთობლივი შესახლების განხორციელება დანარჩენ ბენეფიციარებთან. კომისიის მიერ დაყენებული საკითხის საფუძველზე დაიწყო მოლაპარაკება შპს „სანო“-სთან დარჩენილი ფართების გამოსყიდვის თაობაზე.
შპს „სანო“-მ წარმოადგინა შპს „გრანთ თორთონ“-ის მიერ 2017 წლის 23 აგვისტოს გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვითაც შპს „სანოს“ საკუთრებაში არსებული ფართების (1872,35 კვადრატული მეტრი) ღირებულება 803338 აშშ დოლარს შეადგენს. ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 429 დოლარი. აღნიშნული კომპანია მსოფლიოში შემფასებელთა ექვსეულში შედის და მის დასკვნას საქართველოს მთავრობა ოფიციალურად აღიარებს.

მერიის მხრიდან წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ერთ კვადრატულ მეტრში ნაცვლად 1038 ლარისა 1000 ლარის გადახდა, რის შედეგადაც საერთო ჯამში დაიზოგა 70,000 ლარი. ასევე მოხდა შეთანხმება ფართების განვადებით შესყიდვასთან დაკავშირებით. მერიას ფართები სექტემბერში გადმოეცა, ხოლო გადახდა 5 თვეზე გადანაწილდა. აღნიშნულმა შესაძლებლობა მოგვცა 5 თვით ადრე დაგვეკმაყოფილებია ბენეფიციარები და კომისიას მოეხდინა ერთიანი შესახლება. ნაცვლად 350 სულისა შესახლება განხორციელდა 550-ზე მეტ სულზე. აღსანიშნავია, რომ შპს „სანომ“ ამ შესყიდვაზეც იზარალა კურსთაშორის სხვაობით (დაახლოებით 40.000 ლარი), რაც მერიას არ დაუკომპესირებია," - ამბობს ყოფილი ვიცე-მერი.

კონსტანტინე ქავთარაძე შენობის მდგრადობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

"ტიპიური პროექტის ხუთსართულიანი სახლის სიმაღლე 16-18 მეტრს შორის მერყეობს, ხოლო ჩვენს მიერ შეძენილი სახლის სიმაღლე 25 მეტრზე მეტია. აღნიშნული გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ 2-5 სართულებზე ჭერის სიმაღლე ნაცვლად სტანდარტული 2,8-3,0 მეტრისა 4,6-4,8 მეტრს შეადგენს, პრაქტიკულად ერთი სართულის სიმაღლე უდრის თითქმის 2 სართულის სიმაღლეს. აღნიშნული სივრცეები თავისუფლად იძლევა „ანტრესოლის“ გაკეთების საშუალებას, რაც ასევე ტექნიკურად შემოწმებული და ნებადართულია. სოციალური საცხოვრისის შენობა ადრე საწარმოო დანიშნულების იყო და შესბამისად 3-ჯერ უფრო მეტ დატვირთვაზეა გათვლილი ვიდრე საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული მიზერულ დანახარჯად იძლევა სართულზე დაახლოებით 700 კვადრატული მეტრი დამატებითი ფართის მოწყობის საშუალებას, რაც ჯამში 700*4=2800 კვადრატია. დღესდღეობით ერთ და ოროთახიან ბინებში 5-6 სულიანი ოჯახებია შესახლებული და ამ პროექტისთვის მერიის მხრიდან არც თუ ისე დიდი დაფინანსების მოძიების შემთხვევაში ოჯახებს საცხოვრებელი ფართი გაურმოგდებათ. აღნიშნული დამატებითი სარგებლის საბაზრო ფასებში ასახვას ექსპერტი ჭირდება, თუმცა მისი მინიმალური ღირებულება ჩემი შეფასებით არანაკლებ 1 მილიონი ლარია," -ამბობს ქავთარაძე.

ყოფილი ვიცე-მერი იმ აქტივობებზეც საუბრობს, რაც სოციალური საცხოვრისის ტერიტორიაზე ოჯახების შესახლების შემდეგ იგეგმებოდა.

"სოციალური საცხოვრისის შექმნის დროს გათვალისწინებულ იქნა საერთო ფართის (საერთო დარბაზი) მოწყობა. აღნიშნული ფართი დაახლოებით 200 კვადრატი პირველ სართულზე გადმოეცა მერიას, სადაც იგეგმებოდა/იგეგმება სამზარეულოს და სასადილოს მოწყობა. საცხოვრისის კონცეფცია ითვალისწინებდა მობინადრეების უფასო სასადილოთი უზრუნველყოფას. მათი ნაწილი ისედაც სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და უწევთ დიდი მანძილის გავლა ამ მომსახურების მისაღებათ. ასევე დაგეგმილი იყო ნიკეაზე მცხოვრები პირებისთვის, რომლებიც მადლიერების სახლის მომსახურებით სარგებლობდნენ, აღნიშნული სერვისის შეთავაზება ამ ტერიტორიაზე. მსგავსი მოდელი მუშაობს ავტოქარხნის ტერიტორიულ ერთეულში. ფართი იძლევა საშუალებას, რომ მოეწყოს სამრეცხაო ოთახი და დაიდგას დიდი სიმძლავრის სარეცხი და საშრობი მანქანები. აღნიშნული სერვისი მნიშვნელოვნად გაუადვილებს ცხოვრებას ოჯახებს.

რადგან მიზანს წარმოადგენდა რაც შეიძლება მეტი ოჯახის დაკმაყოფილება და შესაბამისად ბინები ვერ იქნებოდა დიდი კვადრატობის, განიხილებოდა ეზოში, რომელიც 2000 კვადრატია, ყველა ოჯახისთვის მცირე ზომის სათავსოს მოწყობა (არაუმეტეს 10 კვადრატი). ასევე განიხილებოდა საერთო საქვაბის მოწყობა და ყველა ოჯახის ერთიან გათბობის სიტემაზე აყვანა.

აღნიშნული თემები წარმოადგენდა სოციალური საცხოვრისის განვითარების მეორე ეტაპს და მათი განხორციელება დამოკიდებული იყო შესაბამისი ფინანსების მოძიებასთან," - ამბობს ქავთარაძე.

ამ დროისათვის სოციალური საცხოვრისის პროექტის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს, ოჯახები კი მოთხოვნას არ ცვლიან და ტერიტორიიდან გასახლებას ითხოვენ.


ნანახია: 1068-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შპს ,,სანო“-მ კონკურსისათვის 2000 კვ-ზე მეტი ფართი წარმოადგინა ნიკეას ქუჩაზე.
ნიკეას ქუჩაზე ხუთსართულიანი შენობა, რომელშიც თავშესაფრის გარეშე დარჩენილი 80-მდე ოჯახი განთავსდა, მურღულიას მერობის პერიოდში აიგო.
ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა მერიამ 2016 წელს დაიწყო და იგი ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა, რაც 2 500 000 ლარი
საქართველოში სოციალური საცხოვრისი პირველად ქუთაისში აშენდა.
თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერიას რამდენიმე კითხვით მიმართავს.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკარო ადამიანებისათვის სოციალური საცხოვრისის მშენებლობა თებერვლის თვეში დასრულდება.
გაზის ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიმატებს.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო.

ამინდი