Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის 93 ფიზიკური და 10 იურიდიული პირი დაჯარიმდა

თარიღი : 16-06-2018, 21:01 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
2018 წლის 1-ელი მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის საპატრულო პოლიციამ 110 სამართალდარღვევაზე მოახდინა რეაგირება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1711 მუხლით 93 ფიზიკური და 17 სამართალდარღვევისთვის 10 იურიდიული პირი დაჯარიმდა.

ყველაზე მეტი სამართალდამრღვევი იმერეთში გამოვლინდა. კერძოდ, სამართალდამცველებმა იმერეთში 7 ივნისის ჩათვლით თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის 68 ფიზიკური პირი დააჯარიმეს. 15 ფიზიკური პირი დაჯარიმდა სამცხე-ჯავახეთში, 4 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი დააჯარიმეს ქვემო ქართლში, 1 ფიზიკური და 4 იურიდიული პირი შიდა ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში კი თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის თითო-თითო ადამიანი დააჯარიმეს.

რაც შეეხება თბილისს, მაისში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1711 მუხლის დარღვევისთვის მხოლოდ ერთი პირი დაჯარიმდა. თუმცა 1-დან 7 ივნისის პერიოდში სამართალდამცველებმა თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის 2 პირი დააჯარიმეს.

ipn.ge


ნანახია: 1910-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კანონის ამოქმედებიდან ერთ კვირის ვადაში, სულ 46 შეტყობინება შევიდა.
მართვის მოწმებებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთ კვირაში ყველაზე მეტი ჯარიმა 4 კატეგორიის სამართალდარღვევაზე დაიწერა.
დაკავებულებს პოლიცია წვრილმან ხულიგნობას 166-ე და 173-ე მუხლებით ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობსა და წინაარმდეგობის გაწევას

ამინდი