Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სხვისი განსაცდელი არ ასვენებდა,'- ვინ არის ქუთაისელი ემიგრანტი, რომლის გარდაცვალებას ამერიკაში მცხოვრები ქართველები გლოვობენ

თარიღი : 16-06-2018, 18:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ამერიკაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტი ნანა ნაკაშიძე მიმდინარე კვირაში ქუთაისში, საკუთარ სახლში ჩამოასვენეს. ქალბატონი ამერიკაში, ნიუ-იორკში 15 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ნანა ნაკაშიძის გარდაცვალების შემდეგ, მისი მისამართით სამადლობელ წერილებს აქვეყნებდნენ ქართველი ემიგრანტები. საუბარი იყო იმაზე, რომ ნანა ნაკაშიძე ქართული ემიგრაციის ბურჯი, ყველას მოამაგე, გამაერთიანებელი იყო და თუ ვინმეს გაუჭირდებოდა, ქალბატონი ყველაფერს აკეთებდა მის დასახმარებლად.

„ნანა იყო ჩვენი ემიგრაციის დედა ბურჯი! ყველას მოამაგე და გამაერთიანებელი! წუთში გაუკეთებდა ორგანიზაციას თუ ვინმე განსაცდელში იყო. სულ უცხო ადამიანებს დააყენებდა თავზე იმედიანად, არ შეშინდე, აქ ვართ ყველაო! ვისაც ოდნვ დრო ჰქონდა, თხოვდა, იმას უჭირს და მიაკითხეთ მარტოკა არ დატოოთო....ნანა იყო ჩვენი საახლობლოს, ნაცნობ - უცნობის მოჭირნახულე დედა ფუტკარი! ეს უიშვიათესი თვისებებით დაჯილდოებულუ ადამიანი იყო!!! სხვისი განსაცდელი არ ასვენებდა,“ - წერს ნინო ლორთქიფანიძე.

„ნანა ნაკაშიძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ დიდი გულისტკივილი, გულწრფელი ცრემლიანი წუხილი და სინანულით სავსე სევდა გამოიწვია.უზომოდ მენანება მშვენიერი, უშურველად კეთილი, ერთგული, ავ-კარგიანი, გულიანი, ყურადღებიანი, ხალისიანი, ენამოსწრებული, მონატრებული ნანა იმიერში რომ გადასახლდა! თბილი, კეთილი, ლამაზი მოგონებები დამიტოვა ! მოგონება, ხსოვნა, არდავიწყება განუყოფელია ნანა ნაკაშიძის სახელთან,“- ამბობს მარინა ქუთათელაძე-ამაღლობელი.

„ყოველმხრივ შემკული იყო ქალბატონი ნანის დიდი ადამიანური თვისებები-წარმატებული, ერთგული, უშურველი, თავდადებული, მგრძნობიარე, სულგრძელი, მუხლჩაუხრელი, ოჯახის და ყველა ახლობლის ცხოვრებისათვის მებრძოლი მხედართმთავარი. ქალი, შემართება და ენერგიის უშრეტი წყარო! ქალი, ყველგან სიყვარულის და სიკეთის მთესველი! ქალი, მეუღლე, დედა, ბებია, დიდი ბებია, საუკეთესო დედმამისშვილი, და , სიდედრი, მზახალი .....უერთგულესი მეგობარი, ხარიზმატული, ნიჭიერი, ღვთით მირონცხებული პიროვნება....გეფერებით და ჩვენს უშრეტ ცრემლს სანთლებად გინთებთ, ნიუ იორკის ქართული ემიგრაცია!,“ - წერენ ემიგრანტები.

ნანა ნაკაშიძის შესახებ ახალი ამბების საგენტო Topnews.com.ge-ს „ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი ლედი ტუკვაძე ესაუბრება.

„რამდენიმე წლის წინ ნიუ-იორკში გავიცანი. პირველი შთაბეჭდილება რაც დამრჩა, ეს იყო- ქალი-დღესასწაული, რომელიც ყოველთვის მობილიზებული იყო, რომ დღესასწაულები მოეწყო ადამიანებისათვის. ჰქონდა არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა, განსაკუთრებული სიკეთით დაჯილდოებული ადამიანი იყო, რომელიც ყოველთვის ცდილობდა მისთვის სრულიად უცნობი ადამიანისათვის პატივი ეცა და თუ ვინმეს გასაჭირს გაიგებდა, მირეკავდა და მეუბნებოდა: თუ შევძლებდი რაღაც ფორმით ამ ადამიანებს დავხმარებოდი. ფაქტობრივად ეს იყო ქალი სიკეთე და არასოდეს არ იღლებოდა კეთილი საქმეების კეთებით. ელდასავით იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი ემიგრაციისათვის. არ მახსენდება ამდენი თბილი სიტყვა, ამდენი ცრემლი და ამდენი მოფერება გამოეხატოთ და ასეთი ტკივილიანი ყოფილიყოს ვინმეს ასე მოულოდნელად წასვლა ამქვეყნიდან. მას ჰყავს არაჩვეულებრვი ოჯახი.-საუკეთესო შვილები, მეუღლე, შვილიშვილები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ მის სახელს ღირსეულად გააგრძელებენ. მშვიდობით ჩემო ძვირფასო მეგობარო. ძალიან მეტკინა და კიდევ ერთხელ მივუსამძიმებ მის დიდ და ლამაზს ოჯახს,“ - ამბობს ლედი ტუკვაძე.


ნანახია: 10293-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნანა დეისაძემ დედასთან ერთად ღამე შენობის წინ გაათენა.
კინორეჟისორი და მსახიობი ნანა მჭედლიძე დღეს ხონის მუნიციპალიტეტში დაკრძალეს.
გიგლემიანები აცხადებდნენ, რომ მიცვალებულს იმ დრომდე არ დაკარძალავდნენ, ვიდრე გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებულს პოლიცია არ
ქართველ კინორეჟისორსა და სცენარისტს ხონში ხვალ გადაასვენებენ. დაკრძალვის ცერემონია 31 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.
მან რამდენიმე დღის წინ პროტესტის უკიდურესი ფორმის-შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადა.
ტუკვაძემ დაზარალებულებისგან კიდევ ერთხელ მოისმინა ის სქემა, რომლის მიხედვითაც ქუთაისში მცხოვრებმა დიანა სოფრომაძემ იმერეთის

ამინდი