Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაწყევლილი ბინა ქუთაისში-'ბინა დაწყევლილია და აქ ბინის ყოფილი პატრონის გარდა, ვერავინ გაიხარებს'

თარიღი : 16-06-2018, 17:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მინდიაშვილების 7-სულიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი. ოჯახი, სადაც სამი არასრულწლოვანია, ღია ცის ქვეშ იმყოფება.

მინდიაშვილების საკუთრებაში არსებული ორი ბინა ბანკმა წაიღო. ოჯახის წევრების თქმით, ლარის გაუფასურების გამო, ბანკში თანხის შეტანა ვეღარ შეძლეს, თუმცა ფინანსურ დაწესებულებას თხოვნით მიმართეს, რომ კრედიტის დაფარვის ვადა გაეხანგრძლივებინათ და ოჯახისათვის ვალდებულების შესრულების საშუალება ამგვარად მიეცათ. ბანკმა მათი თხოვნა არ გაითვალისწინა და ბინა გაასხვისა.

"დოლარმა რომ აიწია, ვერ გადავიხადეთ ვალი, მაგრამ ჩვენ კი არ დავმალულვართ. გადავიხდით ბატონო, მაგრამ ცოტა გრძელვადიანი მოგვეცით. მოგვეცით დრო, რომ გადავიხადოთ, ამაზე ბანკს წამოსლვა არ უნდა. პასუხს არავინ გვცემს. ერთი მეორესთან, მეორე მესამესთან გვამისამართებს. ჯერ ერთს გეუბნებიან და შემდეგ გადაგვარავენ. სამართალს ვერ ვპოულობ, ეს არის ქვეყანა? ყველამ კარგად იცის ბანკები რასაც აკეთებენ, მევახშეობამ წალეკა ქვეყანა. მკვლელობას ჩამადენინებენ," - ამბობს ოჯახის უფროსი.

ოჯახი თავს ნაქირავებ ფართს აფარებს. მინდიაშვილები ითხოვენ, რომ ბინის საფასურის ეტაპობრივად გადახდის საშუალება მიეცეთ. ბინიდან ოჯახის გამოსახლების შემდეგ, ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა ბინაზე წარწერა: "დაწყევლილია" გააკრეს.

"ამ ბინის გაყიდვის საშუალებას არავის მივცემთ. ბინის დაბრუნების საშუალება მიმდიაშვილებს უნდა მიეცეთ. მყიდველი რომ მოდის, ვეუნებით, რომ დაწყევლილია, აქ მინდიაშვილების გარდა ვერავინ გაიხარებს-თქო და მიდის. უსამართლოდ მოექცნენ ამ ოჯახს," -აცხადებენ მინდიაშვილების მეზობლები.


ნანახია: 5679-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მცხოვრები მინდიაშვილების შვიდსულიანი ოჯახი შესაძლო ღია ცის ქვეშ დარჩეს
ქუთაისში მცხოვრები კუხიანიძეების 4-სულიანი ოჯახი წლებია სამართლის პოვნას უშედეგოდ ცდილობს.
ქუთაისში მცხოვრები თამარ ღიბრაძე შვილთან ერთად თავშესაფარს ეძებს.
ქუთაისში, იოსელიანი ქუჩაზე მდებარე ჯიქიების ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლებისგან შეშით დახმარებას ითხოვს.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, იპოთეკური სესხით დაზარალებული ნინო მკერვალიძის ოჯახის გამოსახლება შეჩერდა. დაზარალებულის ოჯახმა და

ამინდი