Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

10 000 ლარი ახალგაზრდული ინიციატივებისათვის-ქუთაისს მერია კონკურსს აცხადებს

თარიღი : 15-06-2018, 11:24 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსს აცხადებს. როგორც მერიაში აცხადებენ, კონკურსსი მიზანს ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება, საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება და ახალგაზრდობის სრულფასოვანი განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის შესაძლებლობა წარმოადგენს.

განცხადების თანახმად, პროექტი უნდა განხორციელდეს და დასრულდეს 2018 წელს. საკონკურსო იდეის მიღების ბოლო ვადაა 1-ლი ოქტომბერი. შემოსული ინიციატივების განხილვა ხდება ყოველი თვის ბოლოს მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ, ხოლო მერიიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს.

"პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომელთაც თან ახლავს მინი კვლევა, რომელიც ასახავს საკონკურსო ინიციატივის საჭიროებას ასევე, პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულების ახალგაზრდულ პროექტები:
ა) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
ბ) არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
გ) სოციალური მეწარმეობა (ახალგაზრდა მეწარმეთა ხელშეწყობა);
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია;
ე) საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების წახალისება," - ნათქვამია განცხადებაში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
ბ) ავტობიოგრაფია (CV)/კერძო პირის შემთხვევაში;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/კერძო პირის შემთხვევაში;
დ) სარეკომენდაციო წერილი;
ე) თანადაფინანსების შემთხვევაში -დამადასტურებელი საბუთი;
ვ) მინი-კვლევა, რომელიც აღნიშნული პროექტის საჭიროებაზე მიუთითებს.


ნანახია: 1706-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ნიჭის მქონე ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მხრიდან განაცხადები 28 თებერვლიდან 28 მარტის ჩათვლით მიიღება.
იხილეთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ.My Webpage
პროექტის მიზანს მინი ფეხბურთის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება წარმოადგენს.

ამინდი