Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ექიმმა პაციენტს სამდიცინო დახმარება არ გაუწია

თარიღი : 15-06-2018, 10:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მკვიდრი მაკა ჩინიჯიშვილი იმ შემთხვევაზე საუბრობს, რომელიც დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში შეემთხვა.

მშობელი ცენტრის კონკრეტული ექიმის, ირმა გიორგაძის სახელს და გვარს ასახელებს და ამბობს, რომ ექიმებს მეტი გულისხმიერება და პროფესიონალიზმი მართებთ.

"მე იმ 2 წლის ბავშვის დედა ვარ გუშინ რომ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი-ში მაღალი სიცხის ჩვენებით შემოვიდა და იმის გამო რომ დამწევმა გზაში იმოქმედა, არ ჩათვალეთ, პირველადი დახმარების აღმოჩენა საჭიროდ, მიუხედავად იმისა, რომ აგიხსენით კიდეც - დამწევის ფონზე ცოტა ხნით იკლებს ტემპერატურა-თქო. ზუსტად ნახევარ საათში ტემპერატურამ აიწია და მთელი ღამე ვებრძოდით მზარდ ტემპერატურას. მეტი გულისხმიერება და პროფესიონალიზმი გმართებთ, თუნდაც მეტი ადამიანობა, ახლად ნაკეისრალი დედის აკანკალებული ხმა პროფესიულ მითითებებად რომ არ მოგეჩვენოთ! პირადი შეხედულებებით ნუ დასვამთ დიაგნოზს, პირველადი კვლევები აუცილებელი!!! საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო! არა ასეთ ექიმებს!," - წერს ჩინიჯიშვილი.

მომხდართან დააკვშირებით ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრს დაუკავშირდა. სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ შიდამოკვლევის სამსახური დეტალურად შეისწავლის შემთხვევას, დაუკავშირდება ოჯახს, ასევე მოისმენს მკურნალი ექიმის მოსაზრებებს და ადმინისტრაცია შესაბამის ზომებს გაატარებს.

"პაციენტი კლინიკაში შემოყვანილ იქნა 00:30 სთ-ზე. კვლევების ჩატარების შემდეგ არ იქნა მიზანშეწონილი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და კლინიკის მხრიდან შეთავაზებული იქნა ამბულატორიული მომსახურება, რაზეც მშობელმა უარი განაცხადა. შიდამოკვლევის სამსახური დეტალურად შეისწავლის შემთხვევას, დავუკავშირდებით ოჯახს, ასევე მოვისმენთ მკურნალი ექიმის მოსაზრებებს და ადმინისტრაცია შესაბამის ზომებს გაატარებს," - აცხადებენ ადმინისტრაციაში.




ნანახია: 2780-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხმაური იყო ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.
დაშავებულები დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაჰყავთ.
მომხდარის შემდეგ შემთხვევის თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მამაკაცის გადარჩენა შესაძლებელი იყო. მის დაღუპვაში კი
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მორაგბეები, მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად დაშავებული თეიმურაზ ღუღუნიშვილი მკურნალობას ქუთაისში, ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს

ამინდი