ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის დროს მეხანძრეს სასწრაფოს დახმარება დასჭირდა
თარიღი : 14-06-2018, 19:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი კორპუსის სახურავზე გაჩნდა. ადგილზე ცეცხლის ჩაქრობას სახანძრო-სამაშველო სამსახურის 7-მდე ბრიგადა ცდილობდა.
ხანძრის შედეგად ერთ-ერთი მეხანძრე დაზიანდა. მას და კიდევ რამდენიმე მოქალაქეს პირველაადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს.
კორპუსის მკვიდრები ხანძრის ლოკალიზებამდე მეხანძრე-მაშვეელების დამატებითი ძალების მისვლას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ხანძარი მათ მიერ წვალებით გარემონტებულ ბინებს ანადგურებდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.