Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს

თარიღი : 14-06-2018, 14:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ადგილობრივმა მთავრობამ რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა. შშმ ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის ქუთაისის ერთ-ერთ მუზეუმში შემეცნებითი და გასართობი ტური გაიმართა.

შშმ ბავშვებთან ერთად ქუთაისის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, ერთობლივი ნამუშევრები შექმნეს, მოხატეს ქოთნები, რომელეც შემდეგ მათ საჩუქრად გადაეცათ.ხატვის პროცესში ბავშვებთან ერთად, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძეც ჩაერთო.

18 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის კი კინო „საქართველოში“ ფილმის ჩვენება მოეწყო. ღონისძიებებს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც პირადად ჩაერთო ყველა აქტივობაში.

„ამ დღის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა,"- განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.

14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.

NS


ნანახია: 959-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიებაში მონაწილეობა ქუთაისის ვიცე-მერმა მიიღო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შშმ პირთა საკითხებზე რეაბილიტაციის პროგრამების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ადგილობრივ დონეზე
კონფერენციაზე შშმ პირთა უფლებების დაცვასა და სამოქალაქო აქტივიზმზე ისაუბრეს.
ტურნირი ქუთაისის მერიის უშუალო მხარდაჭერით და დაფინანსებით ტარდება.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მერიის თეთრ

ამინდი