პარლამენტის წევრებზე გაცემული პრემიები და ქუთაისში ცხოვრების ხარჯები
თარიღი : 19-01-2014, 22:09 | კატეგორია: ახალი ამბები

2013 წლის განმავლობაში პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოებისა და სახელფასო დანამატების გარდა, 2 მილიონ 294 516 ლარის პრემია დაირიცხა. ინფორმაციას ამის შესახები ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.
ორგანიზაციის მიერ საქართველოს პარლამენტიდან 2013 წელ გაწეულ ხარჯებთან დააკვშირებით გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, საწვავის მოხმარებაზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯი 736 217,34 ლარს შეადგენს. ხოლო 2013 წელს პარლამენტის წევრების ქუთაისში ცხოვრებასთან დაკავშირებით გაცემულმა ბინის ქირის კომპენსაციამ მილიონ 367 303,91 ლარი შეადგინა. პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ბინის ქირის ანაზღაურებისთვის დანამატის სახით კი 2 მილიონ 890 530 ლარი გაიცა.
2013 წელს საქართველოს პარლამენტის წევრებზე ქვეყნის გარეთ გახორცილებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯი მილიონ 005 282.65 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, 2013 წელს ყველა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის სულ 2 მილიონ 211 751 ლარი გაიცა.