Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ყინულის მოედანმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა

თარიღი : 14-06-2018, 14:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული ყინულის მოედანი რამდენიმე თვეა ყინულის გარეშეა დარჩენილი. მიმდინარე წლის თებერვალში აგრეგატმა, რომელიც მოედანზე ყინულის საფარს ინარჩუნებდა, მუშაობა შეწყვიტა.

ყინულის მოედანზე სხვადასხვა ჯგუფში 360-მდე მოსწავლეა გაერთიანებული. მათ შორის არიან სპორტსმენებიც. ამ დროისათვის მოსწავლეები ყინულის გარეშე, სპორტდარბაზებში ვარჯიშობენ, ხოლო სპორტსმენებისათვის ქუთაისის მერიის სპორტული ააიპი შეკრების ბათუმში მოწყობას გეგმავს.

"საქართველოში არ არის აღნიშნული აგრეგატის წარმოება. აგრეგატი მოვიძიეთ გერმანისა და ავტრიაში. მისი შეძენა ადგილზე 65 000-მდე ევრო ჯდება. ვმუშაობთ იმისათვის, რომ აგრეგატი დროულად ჩამოვიტანოთ და ყინულის მოედანზე მეცადინეობები აღდგეს. ამას რა დრო დასჭირდება, კონკრეტულად ვერ გეტყვით. საუბარი იყო იმაზე, რომ ყინულის მოედნის ტერიტორიის გასხვისება იგეგმება, რაც სრული სიცრუეა," -ამბობს მერიის სპორტული ააიპის მმართველი კობა ფხაკაძე.

ამ დროისათვის ქუთაისის ყინულის მოედნის ფუნქციონირება შეჩერებულია. მოედანი მუშაობას აგრეგატის შეცვლის შემდეგ გასგრძელებს.


ნანახია: 1640-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ობიექტზე შეფერხების მიზეზი იმ მთავარი აგრეგატის დაზიანება გახდა, რაც მოედანზე ყინულის არსებობას უზრუნველყოფს.
სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელის, კობა ფხაკაძის თქმით, დანადგარი შემსყიდველმა კომპანიამ ევროპიდან უნდა ჩამოიტანოს.
ქუთაისში ყინულის მოედანი 2011 წლიდან ფუნქციონირებს.
სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელის, კობა ფხაკაძის თქმით, დანადგარი შემსყიდველმა კომპანიამ ევროპიდან უნდა ჩამოიტანოს.

ამინდი