Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მერიას მართავს სუსი,'- აქცია ქუთაისის მერიასთან და ქალაქის ხელისუფლების პასუხი ბრალდებაზე

თარიღი : 13-06-2018, 16:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"შეეშვით შვილმკვდარ მამას," "მერიას მართავს სუსი,"- ამგვარი ლოზუნგებით ქუთაისის მერიის შენობის წინ აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ქალაქის ხელისუფლებას თავი დაანებოს ზაზა სარალიძის ოჯახის წევრებზე ზეწოლას.

"მოვუწოდებთ სამართალდამცავებს დაინტერესდნენ ამ ფაქტით, რათა დროულად მოხდეს გამოიება და დაისაჯონ პირები, ვინც განახორციელა ზეწოლა ზაზა სარალიძის ცოლისდაზე,"-განაცხადა აქციის მონაწილემ ირაკლი გვალიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზაზა სარალიძემ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ქალაქის მერიის მაღალჩინოსნებმა დაიბარეს მისი ცოლისდა და მოთხოვეს, შეეწყვიტათ აქციები. აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს ქუთაისის მერია.

"სარალიძეების და დადუნაშვილების ოჯახის ტრაგედიას ვიზიარებთ ყველა, ნამდვილად სამწუხარო ამბავია. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა საქმე დროულად და ობიექტურად გამოიძიონ და ყველა დამნაშავე შესაბამისად დაისაჯოს. რაც შეეხება ბრალდებას, ჩვენ ამაზე უკვე გავაკეთეთ განცხადება და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ბრალდების არც ერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. რადგან უკვე ოპოზიციაც აპელირებს საკითხზე, რომ ქუთაისის მერია ზაზა სარალიძის ცოლისდაზე ახდენდა ზეწოლას და ეს ადამიანი მერიაშია დასაქმებული, გვითხრან კონკრეტული სახელი და გვარი თუ ვინ არის ეს ადამიანი. ბრალდება არის აბსურდი და არ შეესაბამება სიმართლეს," - აცხადებენ მერიაში.


ნანახია: 619-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზაზა სარალიძის განცხადებით, ქუთაისის მერიის მაღალჩინოსანი მისი მეუღლისაგან განცხადების გაკეთებას ითხოვდა. ზეწოლა მის დაზე
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების მშობლებს და ამბობენ, რომ ყველა ის პირი
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების მშობლებს და ამბობენ, რომ ყველა ის პირი
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია
ქუთაისში, ცენტალურ მოედანზე, ე.წ. სვეტებთან აქცია გაიმართება.
ქუთაისის ყველაზე მსხვილი უფასო სასადილო ხვალიდან ბენეფიციარებს ვეღარ მიიღებს. 650 ადამიანი კი სავარაუდოდ, საკვების გარეშე დარჩება.
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის

ამინდი