სკოლიდან გამქრალი დოკუმენტი და გაყალბებული ხელმოწერები-პროკურატურა ქუთაისის 38-ე სკოლის საქმიანობით დაინტერესდა
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სკოლიდან გამქრალი დოკუმენტი და გაყალბებული ხელმოწერები-პროკურატურა ქუთაისის 38-ე სკოლის საქმიანობით დაინტერესდა

თარიღი : 13-06-2018, 14:22 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლიდან ის დოკუმენტი გაქრა, რომლის კანონიერებას პროკურატურა იკვლევდა.

სკოლის საქმიანობით საგამოძიებო ორგანო მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მე-11 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის კლასიდან ჩამოშორების მოთხოვნით განცხადება დაწერეს. მოსწავლეები პრეტენზიას პედაგოგ ლალი მილორავას მიმართ გამოთქვამდნენ, რომელსაც პედაგოგად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს.

პედაგოგი ამბობს, რომ სკოლიდან მისი გაშვება სურთ, რისთვისაც მოსწავლეებს დირექტორის სახელზე განცხადება დააწერინეს. მისივე თქმით, მასთან ურთიერთობას დირექტორის შიშით კოლეგებიც გაურბიან.

„სტრესულ გარემოში მიწევს მუშაობა. მე-11 კლასის მოსწავლეები გამოიყენეს და ათქმევინეს, რომ არ სურდათ მათ ჯგუფში შევსულიყავი. მოსწავლეთა ნაწილი ამბობს, რომ მათ განცხადებაზე ხელი არ მოუწერიათ, ხელმოწერები გააყალბეს. ჩემს პროფესიონალიზმზე პრეტენზია არ აქვთ. ვერ გავიგე რა უნდათ ჩემგან და რატომ არ უნდა ვიყო ამ სკოლაში. ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით მემუქრებიან. ავიყვანე ადვოკატი და ვაპირებ ჩემი სიმართლის დაცვას,“ - ამბობს პედაგოგი.

პედაგოგის ინტერესებს იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტი ლევან ჭელიძე იცავს. ჭელიძე იმ დარღვევებზე საუბრობს, რაც პედაგოგის საქმეში იკვეთება. მისი თქმით, განცხადებას, რომელშიც პედაგოგის ჯგუფიდან ჩამოშორებაზეა საუბარი, ხელს ის მშობლები აწერენ, რომლებიც წლებია საზღვარგარეთ იმყოფებიან.

„როგორც კი მოვითხოვე, რომ პროკურატურას ეს დოკუმენტი შეესწავლა, დოკუმენტი მაშინვე გაქრა სკოლიდან. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ განცხადებაზე ხელმოწერების ნაწილი გაყალბებული იყო. ცხადია, არ ვაპირებთ გაჩერებას და ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლის დასადგენად,“ - ამბობს ლევან ჭელიძე.

პედაგოგისა და სკოლის ადმინისტრაციის დავასთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge განათლების სამინისტროს პოზიციას ელოდება. სკოლის ადმინისტრაციაში კი დოკუმენტის გაქრობის მიზეზებს ვერ ხსნიან.


ნანახია: 2200-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სკოლიდან ის დოკუმენტი დაიკარგა, რომლის საფუძველზეც პედაგოგს საყვედური გამოეცხადა.
ქუთაისის #38-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ლალი მილორავამ საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ შესაძლოა
გათავისუფლებული პედაგოგის უფლებადამცველი ლევან ჭელიძე ამბობს, რომ საქმე უკვე განიხილა პირველი ინსტანციის სასამართლომ, თუმცა ცემის
ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგი მოსწავლეების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო, სკოლიდან გაათავისუფლეს.
ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგი 4 წლის შვილთან ერთად შიმშილობას იწყებს.სერთიფიცირებული პედაგოგის მარინა მიქაბერიძის თქმით,
ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო იმედაძე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვლადიმერ გედენიძეს სამსახურიდან
იმერეთს ახალი რწმუნებული ჰყავს. აღნიშნულ პიზიციაზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ შავლეგო ტაბატაძე წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის წევრი და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ
ბესიკ ამირანაშვილი აღნიშნულ პოსტზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.

ამინდი