Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მადლობა, რომ ხართ ხალხის სამსახურში,'- ირაკლი შენგელია მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს

თარიღი : 12-06-2018, 18:11 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

"ჩემი პატივისცემა მეხანძრე-მაშველებს! მთელი გულით გილოცავთ პროფესიულ დღეს. ძნელია დაასახელო პროფესია, რომელიც იმავე თავდაუზოგავ, უანგარო, გაბედულ შრომას მოითხოვს როგორიც მეხანძრე-მაშველია. ასევე, რთულია გაზომო ის მადლობა და პატივისცემა, რომელიც ამ პროფესიის წარმომადგენლებს კონკრეტულად შემთხვევის დრო ვეუბნებით და შემდეგ მადლიერების გრძნობით ყოველთვის თბილად ვიხსენებთ. მადლობა, რომ ხართ ხალხის სამსახურში," - ამბობს შენგელია.

შინაგან საქმთა სამინისტროს მონაცემებით - 2015 წლიდან, რაც აღნიშნული სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუერთდა, საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტომ 87 ათასამდე სხვადასხვა სახის სამაშველო ღონისძიება განახორციელა, მათ შორის, ჩააქრო 20 ათასზე მეტი ხანძარი, რეაგირება მოახდინა 6 500-ზე მეტ ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციაზე, გადაარჩინა და დახმარება გაუწია 3 114 ადამიანს.


ნანახია: 364-ჯერ

მსგავსი სიახლეები
12 ივნისი მეხანძრე-მაშველის დღეა. პროფესიული დღესასწაული საქართველოში 2016 წლიდან აღინიშნება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გაჭედილი მოქალაქეების დახმარება მაშველებს ყოველდღიურად უწევთ.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ორსართულიანი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის
როგორც სამსახურის პრესცენტრში აცხადებენ, მას შემდეგ რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამოუკიდებელი გახდა, შეიმუშავეს
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ლიკვიდაციაზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, საცხოვრებელ სახლში ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი