Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ივლისში დაიწყება

თარიღი : 10-06-2018, 20:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
GDG+ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ივლისში დაიწყებს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, პროექტი ნებართვის მოლოდინშია, რომელსაც უახლოეს დღეებში მიიღებს და მშენებლობაც დაიწყება.

საუბარია, 6-სართულიან, 100 ნომრიან, საშუალო კლასის სასტუმროზე, სადაც რესტორნები და გასართბი სივრცეებიც განთავსდება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება თავიდან 3,5 -დან 4 მილიონ დოლარამდე განისაზღვრა, თუმცა, როგორც ბეჟან წაქაძე აცხადებს, მისი მოცულობა გაიზარდა და 5 მილიონი დოლარი გახდა.

„ესკიზი შევათანხმეთ და გადაგზავნილია, ახლა ველოდებით აეროპორტების გაერთინებიდან დასკვნას. წესით, ორშაბათს უკვე უნდა გვქონდეს ეს დასკვნა. შემდეგ
სამტრედიაში გადაიგზავნება. სავარაუდოდ, იქაც მალევე დაამტკიცებენ და მშენებლობასაც დავიწყებთ. ადგილი უკვე მოსუფთავებულია, ანუ ფაქტობრივად, მშენებლობის დაწყებისთვის მზადაა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება თავიდან უფრო ცოტა იყო, რადგან სასტუმრო 60 ნომრიანი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ახლა გადაწყდა, რომ 100 ნომრიანი აშენდეს, თავისი რესტორნით და გასართობი ცენტრით, შესაბამისად, გაიზარდა ინვესტიციაც და ჯამში 5 მილიონი დოლარი იქნება“,-აცხადებს ბეჟან წაქაძე.

როგორც ცნობილია, ქუთაისის აეროპორტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, განახლებული აეროპორტის ტერმინალი 2019 წლის დასაწყისში ამოქმედდება და ერთდროულად სამჯერ მეტ მგზავრს მიიღებს.

ბეჟან წაქაძის თქმით, აეროპორტის გაერთიანება და მგზავრთა ნაკადის მომატება ტერიტორიაზე სასტუმროს აუცილებლობას აჩენს. შესაბამისად, სასტუმრო მოემსახურება ტურისტებს და იმ მგზავრებს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რეისებით სარგებლობენ.

მისივე თქმით, სასტუმროს, რამდენიმე მაღალი კლასის ნომერიც ექნება.

GDG+ გეგმავს, რომ საკუთარ ბრენდი შექმნას და აღნიშნული სასტუმროს მართვას თავადვე განახორციელებს. მას „GDG HOTEL“ ერქმევა.

ამასთან, სასტუმროში 180 მანქანისთვის გათვლილი პარკინგიც მოეწყობა.

სასტუმრო ექსპლუატაციაში მშენებლობის დაწყებიდან ორი წლის ვადაში შევა.

სამომავლოდ, კომპანია ამავე ბრენდის ქვეშ სასტუმროების აშენებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც გეგმავს. მათ შორის, რამდენიმეს თბილისში და ერთს კი, ვანში ააშენებს.


ნანახია: 1272-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორი წყალტუბოში 160 ნომრიან სასტუმროს ააშენებს, სადაც 80 ადამიანი დასაქმდება.
სასტუმროს ინფრსტრუქტურა 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს მოიცავს.
მშენებლობა, რომლის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია 2017 წელს დასრულდება.

ამინდი