"თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან ასეულობით ადამიანი უერთდება"

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან.
როგორც ცნობილია, აქციაზე ქუთაისიდან რამდენიმე ასეული ადამიანი წავიდა.
"იმ ადამიანების მოთხოვნები, რომლებიც აქვიას უერთდებიან, იგივეა, რაც ზაზა სარალიძის მოთხოვნები. საქმის ობიექტურად გამოძიების ნაცვლად, სახელმწიფო საპროტესტო მუხტის ჩაქრობას ცდილობს," -ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი გიგა შუშანია.
აქცია სახელმწოდებით "ნუ მომკლავ" პოლიტიური პარტიების მიერ არის ორგანიზებული. აქციის მონაწილეები თბილისში, ხორავას ქუჩაზე, გასული წლის დეკემბერში მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები და ერთ-ერთი გარდაცვლილის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების"ხელისუფლება მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულებს მფარველობს.
აქცია დღეს 18:00 საათზეა ჩანიშნული.