ქუთაისის მერია ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებს სიურპრიზებს ჰპირდება
თარიღი : 19-01-2014, 15:23 | კატეგორია: ახალი ამბები

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისის მახლობლად მდებარე SOS ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებისათვის ქუთაისის მერიის ინიციატივით ღონისძიება მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში მაკდონალდსისა და სოფლის ნობათის წარმომადგენლებმა პატარებს ტკბილეული და წვენები გადასცეს. ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებისათვის ასევე გაიმართა ანიმაციური ფილმის „პოლარული ექსპრესის“ ჩვენება.
ბავშვთა სოფელში მიმდინარე ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ქუთაისის მერის მოვალეობის შესმრულებელი შოთა მურღულია დაესწრნენ. გუბერნატორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები კარგ პირობებში იმყოფებიან, მათთვის ადამიანური სითბო მნიშვნელოვანია. ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში ქალაქის მერია ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებს სხვადასხვა სიურპრიზს ჰპირდება.
SOS ბავშვთა სოფელს სულ 60 ბენეფიციარი ჰყავს.