ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ყალბი დიპლომით დაინიშნა?

ზესტაფონში, მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
მერის გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეები ზესტაფონის მერიასთან შეიკრიბნენ. მათ პროტესტს ზესტაფონის საკრებულოს წევრი "პატრიოტთა ალიანსი"-დან გიგა გაბრიჭიძე და მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე შეურთდნენ.
მათი განცხადებით, ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე უფლებამოსილებას არ ასრულებს, ქალაქში შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები, მერს სასამართლომ დაავალა ყოფილი თანამშრომლები სამსახურში დაებრუნებინა, თუმცა მან სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა. ასევე მათივე განმარტებით, ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ყალბი დიპლომით არიას დანიშნული.
ზესტაფონის მერიაში, აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, აცხადებენ რომ აქციის მონაწილეების ბრალდებები უსაფუძვლოა.
როგორც ზესტაფონის მერის მოადგილე დათო ჩირგაძე აცხადებს, ქალაქში და ზესტაფონის სოფლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
რაც შეეხება ადმინიტრაციული სამსახურის უფროსის ეკა დუგლაძის დიპლომს, მერის მოადგილე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეებმა მერიას საჩივრით მიმართეს და საქმეზე ძიება მიმდინარეობს.