გუბერნატორი: ზედმეტად არ ვაპირებთ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პროცესში ჩარევას
თარიღი : 18-01-2014, 18:40 | კატეგორია: პოლიტიკა

სამტრედიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი მოადგილეებთან, ალექსანდრე იოსებაშვილთან, ხვიჩა უშბანთან და დავით გორდელაძესთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა სამსახურის უფროსებს შეხვდა. შეხვედრა საკმაოდ ხანგრძლივი და შინაარსობრივად დატვირთული იყო. დეტალურად განიხილეს ყველა შესრულებული და მოსალოდნელი პროექტები, რომელიც მუნიციპალიტეტში განხორციელდა. გუბერნატორის წინაშე არსებულ პრობლემებზე და შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრეს სოფლის რწმუნებულებმაც.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ თადუმაძემ 2013 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, სადაც საუბარი შეეხო გზების მოწესრიგებას და მოასწავლე–ახალგაზრდობის სახლის ნაწილობრივ რეაბილიტაციას. საკმაოდ აქტუალური იყო საუბარი სოფლის პროგრამებზე და გაღმა ზონის გაზიფიცირებაზე, რომელიც აქტიურ ფაზაშია შესული. როგორც შეხვედარზე განმარტეს, პროექტი 2015 წელს უნდა დასრულდეს. აღინიშნა, რომ ნებისმიერი პრობლემის იდენტიფიცირებასთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი მათი გადაჭრის გზების ძიებაც.
გუბერნატორი ადგილობრივი ბიუჯეტით დაინტერესდა და განსაკუთრებული ყურადღება სოციალური სფეროზე გაამახვილა. მისივე განმარტებით ეს სეგმენტი 2014 წლის პრიორიტეტადაა გამოცხადებული, ამიტომ ხელისუფლებას მაქსიმალური ყურადღება მოსთხოვა ამ მხრივ. ყურადღება გამახვილდა კულტურისა და სპორტის მიმართულებითაც.
ზაზა მეფარიშვილმა გუბერნიის ფუნქცია–მოვალეობებზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ადგილობრივ თვითმმართელობებთან კოორდინირებულად იმუშავებს. ,,ზედმეტად არ ვაპირებთ ადგილობრივი თვითმმართელობის მუშაობის პროცესში ჩარევას და არ ვთვლით, რომ ვართ მაკონტროლებელი სტრუქტურა. ჩვენ ვიქნებით ხიდი თქვენსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის,“- დასძინა იმერეთის გუბერნატორმა.